აღმოაჩინეს “შავი ხვრელი”, რომელიც ვარსკვლავებს წარმოშობს

მეცნიერებმა, ტელესკოპ Hubble -ს მეშვეობით, კოსმოსში “შავი ხვრელი” აღმოაჩინეს, რომელიც ვარსკვლავებს წარმოშობს. აღნიშნული “შავი ხვრელი” ჩვენგან დაახლოებით 30 მილიონი სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს.

ამასთან, ცნობილი გახდა, რომ ახალწარმოქმნილი ვარსკვლავები, “შავ ხვრელთან” ე.წ “ჭიპლარით” არიან დაკავშირებულები, რომელიც გაზისა და კოსმოსური მტვრისგან შედგება. მისი სიგრძე 500 სინათლის წელს შეადგენს.

ცნობისთვის, მეცნიერებამ “შავი ხვრელის” ასეთი უნარის შესახებ ადრეც იცოდა , მაგრამ ამ ფენომენის ასეთ ახლო მანძილზე დაფიქსირება პირველად მოხერხდა.