რა არის მაგნიტური ქარიშხალი და როგორ მოქმედებს ის ჩვენს ცხოვრებაზე

თებერვლის დასაწყისი მაგნიტური ქარიშხლების პერიოდია, რის გამოც ამინდზე დმოკიდებულ ადამიანებს თავის, გულისა და სხვა ორგანოების ტკივილი აწუხებთ.

გარდა ამისა, მაგნიტური ქარიშხლის დროს, პრობლემები ექმნება ელექტრონულ ხელსაწყოებს. კერძოდ, მაგნიტური შტორმის დროს, ცუდად მუშაობს ინტერნეტი, GPS სისტემა, ტელეფონები, კომპიუტერები და სხვა მოწყობილობები.

რა არის მაგნიტური ქარიშხალი?

ამ ფენომენს მრავალი სახელი აქვს: მაგნიტური ქარიშხალი, მაგნიტური შტორმი, გეომაგნიტური ქარიშხალი და ა.შ. მუხედავად მისი მრავალი დასახელებისა, არსი იგივე რჩება და დიდი ხანია მეცნიერებმა ეს მოვლენა დეტალურად შეისწავლეს. ცნობისთვის, პლანეტა დედამიწას აქვს მაგნიტური ველი, რომელიც გვიცავს კოსმოსური გამოსხივებისგან. ზოგჯერ მზე, რომელიც ჩვენგან შორს არის, აქტიურდება და კოსმოსში ისვრის ნივთიერებებს, როგორიცაა პროტონები და ელექტრონები. ზოგიერთი მათგანი, დედამიწისკენ წამში 400-1000 კილომეტრის სიჩქარით მიიწევს და ჩვენი პლანეტის მაგნიტურ ფარს ეჯახება, რის შედეგადაც დედამიწის მაგნიტური ველი ვიბრირებს. სწორედ ამ რყევებს უწოდებენ მაგნიტურ ქარიშხალს.

მაგნიტური ქარიშხლების გავლენა ტექნიკაზე

ოდესღაც მოსახლეობა თითქმის ვერ ამჩნევდა მაგნიტური ქარიშხლის შედეგებს. 1859 წელს ასტრონომმა რიჩარდ კერინგტონმა მზის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი აფეთქება დააფიქსირა, რამაც დედაიწაზე აშკარა მაგნიტური ქარიშხალი გამოიწვია, თუმცა ჩვენს პლანეტაზე ის მხოლოდ პოლარული ნათების სახით შეამჩნიეს. მისი ნათება იმდენად ძლიერი იყო, რომ ის ეკვატორზეც კი ჩანდა, რაც ჩვენს დროში შეუძლებელია.

მაგნიტური ქარიშხლების გავლენა შესამჩნევი გახდა, როდესაც ადამიანებმა კოსმოსში თანამგზავრები გაუშვეს, შექმნეს ტელეფონები, მანქანები და სხვა აღჭურვილობა. 1989 წელს, კანადის პროვინცია კვებეკში კატასტროფაც კი მოხდა – მზის მიერ გამოდევნილმა ელექტრო ნაწილაკებმა, ადამიანის მიერ შექმნილი ელექტრონიკის მუშაობა შეაფერხა. დედამიწის მაგნიტური ველის რყევების გამო, ქალაქ კვებეკში ტრანსფორმატორები დაიწვა და ხალხი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. მაგნიტური ქარიშხალი 9 საათს გაგრძელდა, რამაც საზოგადოებაში პანიკა გამოიწვია. მაგნიტური შტორმი გამო, ზოგიერთმა თანამგზავრმა ორბიტა შეიცვალა, რამდენიმე მადგანი კი საერთოდ დაიკარგა.

მაგნიტური ქარიშხლების გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე

მაგნიტური ქარიშხალი ცუდ გავლენას ახდენს არა მხოლოდ ელექტრონიკაზე, არამედ ადამიანებზეც. ჯერ კიდევ 1930-იან წლებში ფრანგმა მეცნიერებმა შენიშნეს, რომ იმ დღეებში, როდესაც მაგნიტური ქარიშხლის გამო ტელეფონები ცუდად მუშაობენ, ხანდაზმული ადამიანები უფრო ხშირად ხდებიან გულის შეტევის, ინსულტის და სხვა ჯანმრთელობის პრობლემების მსხვერპლნი. შემდგომში მკვლევარები მივიდნენ დასკვნამდე, რომ მაგნიტური ქარიშხალი, უპირველეს ყოვლისა, არტერიული ჰიპერტენზიის და გულის დაავადებების მქონე ადამიანებისთვის არის საშიშია. სტატისტიკა აჩვენებს, რომ გულის შეტევების 70% მზის მაღალი აქტივობის პერიოდში ხდება.

მაგნიტური ქარიშხლის დროს, ადამიანები ხშირად უჩივიან თავის ტკივილს, უძილობას და ზოგადად უსიამოვნო შეგრძნებას. მეცნიერები თვლიან, რომ ეს გამოწვეულია დედამიწის მაგნიტური ველის ცვლილებით, რა დროსაც ზოგიერთი ადამიანის სხეულში, სისხლის ნაკადი ნელდება. ნაკადის შენელების დროს, მრავალი ორგანო ჟანგბადის ნაკლებობას განიცდის. მაგალითად, თუ სისხლი იწყებს ტვინში ნაკლები ჟანგბადის მიწოდებას, ადამიანს თავის ტკივილი აწუხებს. განსაკუთრებით მძიმე შემთხვევებში შეიძლება მოხდეს ინსულტი – თავის ტვინში სისხლის მიწოდების მწვავე დარღვევა.

მაგნიტური ქარიშხალი ყველაზე ხშირად, ჯანმრთელობის პრობლემებს ხანდაზმულ ადამიანებს უქმნის. ახალგაზრდები ნაკლებად გრძნობენ მას, რადგან მათი სხეული გარე ცვლილებებზე უფრო სწრაფად რეაგირებს. მაგნიტურ ქარიშხლების უკურეაქციისგან თავის დასაცავად, რეკომენდირებულია სტრესის ზემოქმედების შემცირება – ამისთვის შესაფერისია გარეთ გასეირნება და მცენარეული დამამშვიდებელი პრეპარატები.