ჩრდილოეთ კორეამ კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა დატესტა

ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო ტელევიზიამ, კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტის Hwaseong-15 ICBM-ის გაშვების კადრები აჩვენა.

რაკეტამ, 67 წუთში 900 კმ (560 მილი) გაიფრინა და იაპონიის ზღვაში დაეშვა.

ფხენიანის განცხადებით, ჩატარებულმა ტესტებმა აჩვენა, რომ რაკეტას მტრული ძალებისთვის წინააღმდეგობის გაწევა შეუძლია, როგორიცაა აშშ და სამხრეთ კორეა.

ცნობისთვის, მომავალ თვეში აშშ-ისა და სამხრეთ კორეის ერთობლივი წვრთნები გაიმართება, რომელიც ჩრდილოეთ კორეის მხრიდან მზარდი ბირთვული საფრთხის თავიდან აცილებას ისახავს მიზნად.

ჩრდილოეთ კორეის მხრიდან რაკეტის ტესტირება, სავარაუდოდ, სწორედ ამ წვრთნების ჩატარებას უკავშირდება.