როგორც იქნა, Nvidia-სა და AMD-ის ვიდეობარათების ფასი კლებას იწყებს

ჩვენ ჯერ არ ვართ “უღრანი ტყიდან” გასული – მაგრამ, როგორც ჩანს, Nvidia-სა და AMD-ის ვიდეობარათების ფასები საბოლოოდ დაიწევს.

Nvidia RTX 3080-ის ფასი ორი თვის წინ 1773 დოლარი იყო – რაც მწარმოებლისგან დადგენილ სავარაუდო ფასთან შედარების ბევრად ძვირია (დაახლოებით 2,5-ჯერ). დღეს, მისი საცალო ღირებულება 1600 დოლარია, რაც 11%-ით ნაკლებია.

RTX 3080 არ არის ერთადერთი GPU, რომელიც გაიაფდა, ფასის კლება შეეხო ასევე RTX 3000-სერიის სხვა წარმომადგენლებს და AMD Radeon RX 6000-სსაც, რომლებიც იანვარში 5-დან 10%-მდე გაიაფდნენ. ერთადერთი გამონაკლისი RX 6900 XT-ია, რომლის ფასიც გაიზარდა.

თუ გაიაფების ტენდენცია გაგრძელდება, რამდენიმე თვეში გრაფიკული ბარათების ღირებულება შესაძლოა მწარმოებლის მიერ მითითებულ, რეკომენდებულ საცალო ფასს მიუახლოვდეს.