რუსეთმა “უნიკალური” ლადა შექმნა

სანქციების დაწესების შემდეგ, რუსეთმა საავტომობილო სფეროში ხმამაღალი განაცხადი გააკეთა და საკუთარი წარმოების ავტომობილებს ახალი სული ჩაჰბერა. ხმამაღლა შეიძლება ითქვას, რომ მათ სრულიად უნიკალური მანქანა , “ლადა გრანდე კლასიკი” შექმნეს.

მანქანის ღირებულება 13-დან 17 ათასი დოლარის ფარგლებში მერყეობს.

თუ 2022 წელს ავტომობილის მწარმოებელი კომპანიები ელექტრომობილებით, პროგრესული და ინოვაციური ფლაგმანებით იწონებდნენ თავს, რუსეთის მანქანათმშენებლობამ სრული რეგრესი განიცადა და ფაქტობრივად მკვლელი მანქანის წარმოება დაიწყო, რომელსაც არ აქვს უსაფრთხოების ბალიში და ABS დამუხრუჭების სისტემა.

ჩამონათვალი ამით არ მთავრდება, იმის გამო, რომ რუსეთს უცხოურ ელექტროსისტემებზე წვდომა სანქციების გამო შეეზღუდა, ავტომობილს ასევე არ ექნება ბორტკომპიუტერი და მაგნიტოფონიც კი.

ამასთან, “ლადა გრანდე კლასიკის” შექმნისას რუსეთმა ძალისხმევა არ დაიშურა და ის მაქსიმალურად ეკომეგობრულიც გახადა, თუ მსოფლიო ეკოლოგიური სტანდარტით მანქანა ევრო 5 სტანდარტს უნდა აკმაყოფილებდეს “ლადა გრანდე” მხოლოდ ევრო 2 სტანდარტში ჯდება. ამის გამო, მას სანქციების მოხსნის შემდეგაც არ უწერია ევროპის გზებზე მოხვედრა.