საფრანგეთში, Apple-ის თანამშრომლები გაიფიცნენ

საფრანგეთში, კომპანია Apple-ის თანამშრომლები, iPhone 15 გამოსვლამდე რამდენიმე დღით ადრე გაიფიცნენ. თანამშრომლები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და ხელფასების ზრდას ითხოვენ. ამის შესახებ reuters-ი წერს.

Apple Retail France-ის ოთხი პროფკავშირი, კომპანიის ყველა თანამშრომლებს მოუწოდებს, 22-23 სექტემბერს მასობრივი გაფიცვა დაიწყონ. მათი განცხადებით, “კომპანიამ თანამშრომლების სრულიად ლეგიტიმური მოთხოვნები უგულებელყო”.