“სოფიას” მასობრივი წარმოება იწყება

რობოტი სოფიას შემქმნელი კომპანია Hanson Robotics,  2021 წლის პირველ ნახევარში ოთხი მოდელის ჰუმანოიდ რობოტს გამოუშვებს. კომპანიის თქმით, რობოტების გამოყენება მხოლოდ სამედიცინო სექტორით არ შემოიფარგლება. ინტერგირებული ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, ისინი შეძლებენ იზოლაციაში მყოფი ადამიანების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზეც იზრუნონ.

ჰონგ-კონგში დაფუძნებული კომპანია აპირებს “ათასობით” ადამიანის მსგავსი რობოტი გაყიდოს წელს. ჰენსონს სჯერა, რომ ეს პანდემიასთან ბრძოლაში დაეხმარება მსოფლიოს.