ღილაკი, რომელსაც შეხების გარეშე შეგიძლიათ დააჭიროთ

სინგაპურში, დიზაინერული სტუდია Stuck Design-ის სპეციალისტებმა შექმნეს ინოვაციური ღილაკი, რომელიც თითის შეხების გარეშე აქტიურდება. შემქმნელთა განცხადებით, Kinetic Touchless ხელის მოძრაობას სენსორის დახმარებით აფიქსირებს და ხელის მიახლოვებასთან ერთად, შიგნით იწევს სწორედ ისე, როგორც ეს დაჭერის შემთხვევაში ხდება, შემდეგ კი საწყის მდგომარეობას უბრუნდება.

ავტორები ხაზს უსვამენ, რომ ახალი ღილაკი მხოლოდ დაჭერის იმიტაციას არ ახდენს და ის ხელის სხვა მოძრაობებსაც შეგვიძლია მოვარგოთ, იქნება ეს გამოწევა, გვერდით გაწევა თუ სხვა. ამჟამად Kinetic Touchless მხოლოდ პროტოტიპის სახით არსებობს და რეალურ ცხოვრებაში ამ ტექნოლოგიის დანერგვის ზუსტი დრო უცნობია.