CRISPR-ის ტექნოლოგიით გენშეცვლილი პომიდორი გაყიდვაშია

CRISPR-ის ტექნოლოგიით გენმოდიფიცირებული პომიდორი გაყიდვაში ჩაეშვა. ეს პომიდორი პირველია, რისი შეძენაც მასიურად არის შესაძლებელი იაპონიაში და რომელიც CRISPR – გენების რედაქტირების პროგრამით არის მოდიფიცირებული. CRISPR-ის ტექნოლოგიის შესახებ ვრცლად შეგიძლიათ ციფრულ დაიჯესტში ნახოთ.

ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს სიცილიურ წითელ პომიდორთან, რომელიც დიდი რაოდენობით გამა-ამინოზეთოვან მჟავას შეიცავს. მისი მოდიფიცირება იაპონური სტარტაპ კომპანიის Sanatech Seed-ის მიერ განხორციელდა.

პროექტზე მომუშავე სპეციალისტებმა CRISPR-ის წყალობით პომიდვრის გენი ისე შეცვალეს, რომ მათში შემცირებულიყო იმ ფერმენტის შემადგენლობა, რომელიც გამა-ამინოზეთოვან მჟავას შლის. ეს ნივთიერება შემაკავებელი ნეირომედიატორია, რომელიც ნერვულ კავშირებს შორის სიგნალების მიმოცვლას აფერხებს. მანიპულაციის შედეგად, ნაყოფში გამა-ამინოზეთოვან მჟავა დიდი რაოდენობით ნარჩუნდება, რაც შესაძლოა ორგანიზმს მოდუნებაში დაეხმაროს და სტრესის დაძლევას ან ძილის პრობლემების მოგვარებაშიც დაგვეხმაროს.