აღმოჩენილია გალაქტიკები, რომლებიც არ უნდა არსებობდნენ

ჯეიმს ვების ტელესკოპმა, 6 მასიური გალაქტიკა აღმოაჩინა, რომლებიც დიდი აფეთქებიდან 500 და 700 მილიონი წლის შემდეგ წარმოიქმნა, აქამდე არსებული თეორიების მიხედვით, ისინი არ უნდა არსებობდნენ.

გალაქტიკები თითქმის ისეთივე მასიურია, როგორც “ირმის ნახტომი” და სავსეა მოწიფული წითელი ვარსკვლავებით. ეს აღმოჩენა, გალაქტიკების წარმოშობის შესახებ არსებულ თეორიებს, სრულად ცვლის და მეცნიერებს დიდ თავსატეხს უჩენს.