ძალადობის კადრების დამბლოკავ აპლიკაციას, ევროკავშირი დააფინანსებს

ბავშვებზე ძალადობის კადრების დაბლოკვის აპლიკაციას, ევროკავშირი 1,8 მილიონი გირვანქა სტერლინგით დააფინანსებს. აპლიკაციის დანიშნულებაა, ონლაინ სივრცეში ბავშვებზე სექსუალური ძალადობის კადრების გავრცელება და ნახვა შეამციროს.

აპლიკაცია ტელეფონზე, ან სხვა მოწყობილობაზე ინსტალაციის შემდეგ, აღმოაჩენს და დაბლოკავს მავნე სურათებისა და ვიდეოების ჩვენებას.

აპლიკაციის შემქმნელები იმედოვნებენ, რომ პროგრამა ბავშვთა ძალადობის სურათებზე მზარდი მოთხოვნილების წინააღმდეგ ბრძოლას ხელს შეუწყობს.

ცნობისთვის, Protech პროექტი, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის ორგანიზაციების თანამშრომლობით ხორციელდება.