ულტრაიისფერი სხივები სქესობრივ ლტოლვას აღვივებს

არავისთვისაა საიდუმლო, რომ ზაფხულში სქესობრივი ლტოლვა იმატებს. ახალი კვლევა ადასტურებს, რომ ულტრაიისფერი სხივები ადამიანებში სქესობრივ ლტოლვას ასტიმულირებს.

კვლევის ავტორთა თქმით, ეფექტის მოქმედება ორივე სქესის წარმომადგენლებს ეხებათ. ამავდროულად, მეცნიერებმა განსაზღვრეს, რომ მზის შუქისა და ლტოლვის კავშირს კანში არსებული ცილა p53 არეგულირებს.

საკითხის შესწავლისას, კვლევის ავტორებმა UVB ფოტოთერაპია 32 ადამიანს ჩაუტარეს, რათა მათ სქესობრივ ლტოლვაში არსებული ცვლილებები გაეზომათ. შედეად დადგინდა, რომ ლტოლვა ორივე სქესის შემთხვევაში გაიზარდა, თუმცა, კაცებში აგრესიის მკვეთრი მატებაც დააფიქსირეს.

მეცნიერთა დასკვნის, მზის ნათება ორგანიზმში სქესობრივ ჰორმონთა მომატებას იწვევს, ასეთი აღმოჩენების დახმარებით, სექსუალური დისფუნქციის სამკურნალოდ შესაძლოა ახალი მეთოდები შემუშავდეს.