iPhone 13-ს შესაძლოა სატელიტური ქსელის მიმღები ჰქონდეს

Apple-ის ანალიტიკოსის, მინგ-ჩი კუოს ინფოცმაციით, iPhone 13 შესაძლოა სატელიტური ქსელის მიმღებით იყოს აღჭურვილი, რაც სპეციალური ქსელის ჩიპის დახმარებით იქნება შესაძლებელი.

გავრცელებული ინფორმაციით, Apple iPhone 13-ში, სავარაუდოდ Qualcomm X60 ჩიპს გამოიყენებს, რომელსაც დაბალ ორბიტაზე მყოფ სატელიტებთან კავშირი შეუძლია, რადგან Qualcomm Globalstar-თან თანამშრომლობს.

თუ iPhone 13-ს მართლაც ექნება სატელიტური მიმღები, ის არ იქნება მსოფლიოში პირველი სმარტფონი, რომელიც სატელიტურ საკომუნიკაციო არხებს გამოიყენებს, თუმცა ის იქნება პირველი ფართო მოხმარებაში არსებული სმარტფონი ასეთი ფუნქციით.

თუ ანალოგიური ფუნქციის დამატებას სხვა სმარტფონების მწარმოებლებიც მოინდომებენ, სავარაუდოდ ლოდინი 2022 წლამდე მოუწევთ, რადგანაც Qualcomm X60 კონკრეტულად ეფლისთვის მზადდება.