Netflix ვიდეო თამაშების ბაზარს ტესტავს

სტრიმინგ სერვისი Netflix ვიდეო თამაშების ბაზარზე შევიდა. გავრცელებული ინფორმაციით,

პოლონელ მომხმარებლებს Android-ის სისტემაზე მობილური თამაშების Stranger Things 1984 და Stranger Things-ის გატესტვა შეეძლებათ.

 Netflix-ის გამომწერებს თამაშის ჩამოტვირთვა უფასოდ შეუძლიათ.

კომპანიაში აცხადებენ, რომ თამაშების ბაზარზე ინტეგრაციისთვის წინ უზარმაზარი სამუშაო ელით, თუმცა ეს ამ მიმართულებით Netflix-ის პირველი ნაბიჯებია.