“ჩემი ცხოვრების გამორჩეული მომენტი მადონას უკავშირდება” – რიტა ორა

ბრიტანელმა პოპვარსკვლავმა, რიტა ორამ მადონასთან შეხვედრა გაიხსენა.

ჯიმი ფელონის ღამის შოუში სტუმრობისას რიტამ გაიხსენა, რომ წლების წინ ლეგენდარული ამერიკელი მუსიკოსის, მადონას მიერ მაღაზიათა ქსელის Macy’s-სთვის შექმნილი სამოსის კოლექციის სარეკლამო გადაღებებში მონაწილეობისას, პოპის დედოფალს პირადად შეხვდა.

“ჩემი ცხოვრების გამორჩეული მომენტი მადონას უკავშირდება. მასთან შეხვედრა შესანიშნავი იყო, მაგრამ ძალიან უხერხული და დაუჯერებელი. სწორი განათება რომ შერჩეულიყო, მუხლებზე დამაჩოქა. ეს ჩემი კარიერის ძალიან ადრეულ ეტაპზე მოხდა. მისი ტანსაცმლის კოლექციის სარეკლამო კამპანიაში ვიღებდი მონაწილეობას, როცა ჩემთან მოვიდა. ისეთი აღელვებული ვიყავი, სუნთქვაც მიჭირდა და პერიოდულად აბაზანაში შევრბოდი, რომ ამომესუნთქა. როცა მომიახლოვდა, მითხრა, ეს ჩემი განათება არ არის, მოდი, ჩავიხაროთო. გაოცებული დავრჩი – რა ხდება-მეთქი, ვფიქრობდი. შემდეგ კი მართლა დავიჩოქეთ იატაკზე. რაზეც მიმითითებდა, ყველაფრის გამკეთებელი ვიყავი, ის ხომ მადონაა და საუკეთესოა”, – უყვება რიტა ორა, ჯიმი ფელონს.