ჩინეთში ცოცხლად დამარხული მეომრების აკლდამა აღმოაჩინეს

ჩინეთში, ქალაქ ანიანში გათხრების შედეგად, არქეოლოგებმა სამარხების კომპლექსი აღმოაჩინეს, სადაც მეომრები ცოცხლად იყვნენ დაკრძალული.

არქეოლოგების თქმით, სამარხი 3000 წლის არის და ის მდიდარ კლანს ეკუთვნოდა.

სამარხი ქალაქ ინის ნანგრევებს შორის აღმოაჩინეს, რომელიც ჩინეთის უძველესი დინასტიის, შანგის დედაქალაქი იყო. მათივე ინფორმაციით, ოჯახი ქვეყანას ჩვენს წელთაღრიცხვამდე 1600 წლიდან 1046 წლამდე მართავდა.

სამარხში ასევე აღმოჩენილია, მათი საომარი ცხენები, ეტლები და სხვადასხვა მორთულობები. მეცნიერების დასკვნით, შინაური ცხოველები მსხვერპლად იყვნენ შეწირულები, რათა ისინი გარდაცვლილ მეპატრონეებთან ერთად ყოფილიყვნენ. საბოლოო გამოკვლევებმა კი აჩვენა, რომ შინაური ცხოველების გარდა, სამარხში აღმოჩენილი მეომრებიც, მსხვერპლად იყვნენ შეწირულები.