Xiaomi განახლებული მეხსიერების ბარათების გაყიდვას იწყებს

მიმდინარე თვიდან, კომპანია Xiaomi U-disk სერიის განახლებული მეხსიერების ბარათების გაყიდვას იწყებს. ახალი მეხსიერების ბარათი კომპაქტური დიზაინითა და სტაბილური მუშაობით გამოირჩევა.

Xiaomi-ის ორმაგი ინტერფეისის მქონე მეხსიერების ბარათი UDP შეკუმშვის მოწინავე ტექნოლოგიას იყენებს. მეხსიერების ბარათს ზომაში შემცირების გარდა, გამოარჩევს ტენიანობისა და ჭუჭყისგან დაცულობა. ამასთან, მოწყობილობის კორპუსი დამზადებულია თუთიის შენადნობისგან, რაც ხელს უშლის მის გადახურებას.

ახალი მეხსიერების ბარათი, წარმოდგენილი იქნება ორ ვერსიაში: 64 და 128 გეგაბაიტიანი მეხსიერებით.