ხელოვნური ინტელექტი პროსტატის კიბოს დაადგენს

თანამედროვე სამყაროში, ხელოვნური ინტელექტის როლი სულ უფრო იზრდება. ამჯერად, შარდის ანალიზით, ხელოვნური ინტელექტს კიბოს დიაგნოზის დასმა შეუძლია.

კორეის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ინსტიტუტის (KIST) მკვლევრების მიერ შექმნილ ალგორითმს, ამისთვის მხოლოდ 20 წუთი სჭირდება. შარდის 76 ნიმუშზე მუშაობისას ალგორითმმა თითქმის 100%-იანი სიზუსტე აჩვენა.

საქმე იმაშია, რომ შარდში არის გარკვეული რაოდენობის “კიბოს ფაქტორები”. თუმცა, მათი დაბალი კონცენტრაციის გამო ამის დაფიქსირება რთულია. ამ დაბრკოლების დასაძლევად გამოიყენეს სპეციალურ ნახევარგამტარზე დაფუძნებული სენსორი. ხელოვნური ინტელექტის ალგორითმს კი, კიბოს 4 ფაქტორის კორელაციის გამოყენება ასწავლეს.