ჯეფ ბეზოსმა კოსმოსში წარმატებით იმოგზაურა

ჯეფ ბეზოსის კოსმოსური ფრენა Blue Origin-ის მიერ შექმნილი რაკეტა New Shepard-ით წარმატებით განხორციელდა. ჯეფ ბე­ზო­სის გარ­და, ხო­მალ­დის ბორტზე იმყოფებოდა მისი ძმა – მარ­კი, რო­მე­ლიც ავი­ა­კოს­მო­სუ­რი ინ­დუსტრი­ის ვე­ტე­რა­ნია, აგ­რეთ­ვე კოს­მო­სუ­რი ფრე­ნე­ბის პირ­ვე­ლი ქალი – ინ­სტრუქ­ტო­რი, 82 წლის უოლი ფან­კი და 18 წლის ჰო­ლან­დი­ე­ლი სტუ­დენ­ტი ოლი­ვიე დე­ი­მე­ნი.

მათი ვოიაჟის უსაფრთხოდ დასრულების გარდა, წარმატებით მოხდა გამშვები რაკეტის ტეხასის უდაბნოში დაბრუნებაც.

ამ წარმატებით სათავე დაედო კოსმოსში კომერციულ ფრენებს, ან უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, კოსმოსურ ტურიზმს.