BLUE ORIGIN-მა ეკიპაჟიანი ფრენის ნებართვა მიიღო

ჯეფ ბეზოსის კომპანიამ Blue Origin ამერიკის შეერთებული შტატების ავიაციის ფედერალური ადმინისტრაციისგან (FAA) პირველი სუბორბიტული ეკიპაჟიანი მისიის განხორციელებისთვის საჭირო ნებართვა მიიღო.

გავრცელებული ინფორმაციით, New Shepard-ის ფრენა მიმდინარე წლის 20 ივლისს შესრულდება. Blue Origin-ის პირველ ეკიპაჟიან მისიის ეკიპაჟის შემადგენლობაში კომპანიის დამფუძნებელი, ჯეფ ბეზოსი და მისი ძმა, მარკ ბეზოსიც მიიღებენ.