2030 წლისთვის ნიუ-იორკში ავტოგაქირავება სრულად ელექტრომობილებზე გადავა

ნიუ-იორკის ქუჩებში ამერიკული დიდი ზომის მანქანები უამრავი ცხენის ძალით, ხმაურიანი ძრავებით, ახლო მომავალში მხოლოდ ფილმებსა და რეპერთა კლიპებში შემორჩება.

როგორც ჩანს, ბევრი აღარ დარჩა იმ დრომდე, როდესაც ნიუ-იორკის ქუჩებში ყველა მანქანა ელექტრო გახდება. აშშ-ის უდიდესი ქალაქის მერის თქმით, უმსხვილესი კომპანიები, რომელიც ავტოგაქირავების სერვისს ეწევიან, ვალდებულნი ხდებიან 2030 წლისთვის, მათი ავტოპარკი იყოს, ნულოვანი გამონაბოლქვის მქონე. აღნიშნული ვალდებულება შეეხება ისეთ მსხვილ კომპანიებს, როგორიცაა Uber, Lyft და სხვა.

ერიკ ადამსის თქმით, რეგულაცია, რომელიც გამქირავებლებს საკუთარი ავტოპარკის ელექტრომობილებით შევსებას ავალდებულებს, ქალაქის მთავრობის მიერ შემუშავებული სტრატეგიის ნაწილია, რომლის მიხედვითაც ნიუ-იორკი 2035 წლისთვის ნულოვანი ემისიის ქალაქი უნდა გახდეს.

მარტივი არ იქნება მილიონობით ადამიანს, რომელიც ტაქსით და მანქანის გაქირავების სერვისზე მუშაობს ავტოპარკი სრულად გამოაცვლევინო, თუმცა ამ გადაწყვეტილების ხელშემწყობი სამუშაოები უკვე დაწყებულია. აშშ-ის ყველაზე დიდი მიზიდულობის ცენტრში უკვე დაწყებულია დამმუხტავი სადგურების მოწყობა და სხვა საჭირო სერვის პუნქტების დაგეგმარება.

ნიუ-იორკი არ არის აშშ-ის პირველი შტატი/ქალაქი, ვინც ელექტრომობილებზე გადასვლის შესახებ განაცხადა, 2021 წელს კალიფორნიის შტატის მთავრობამაც გადაწყვიტა, რომ მანქანის გაქირავების სერვისებმა 2030 წლისთვის დაასრულონ ელექტრომანქანებზე გადასვლა, რასაც მომავალში ქალაქის ავტოპარკის სრულად ელექტრიფიცირება მოჰყვება.