FDA – შშმ პირებს ეგზოჩონჩხის გამოყენება შეუძლიათ

ინსულტის გადატანის შემდეგ გადარჩენა ნამდვილი გამართლებაა, თუმცა, შემდგომი რეაბილიტაციის პროცესი ხანგრძლივი და მტანჯველია არა მხოლოდ პაციენტისთვის, დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს მზრუნველისგანაც. ამ საქმეში ტექნოლოგიურ განვითარებასთან ერთად, ეგზოჩონჩხების როლი ფასდაუდებელ სიკეთედ შეიძლება იქცეს.

Wandercraft-ის მიერ შექმნილმა ეგზოჩონჩხმა, ინსულტის დიაგნოზის მქონე პაციენტების რეაბილიტაციის პროცესში გამოყენების ნებართვა FDA-სგან ოფიციალურად მიიღო.

ეგზოჩონჩხ Atalante-ს შეუძლია პაციენტებს, რომლებიც ინსულტის შემდეგ სპეციალურ დახმარებას საჭიროებენ, მოძრაობის უნარის დაბრუნებაში დაეხმაროს. გარდა იმისა, რომ აშშ-ში აღნიშნული დიაგნოზის მქონე პაციენტებს ეს მოწყობილობა ნაბიჯების გადადგმაში დაეხმარება. თვითბალანსირებადი, დენის წყაროსგან დამოუკიდებლად (აკუმულატორზე) მომუშავე ეგზოჩონჩხის ეს მოდელი განსაკუთრებით მათთვისაა, ვისაც ინსულტის გადატანის შემდეგ მოძრაობა შეეზღუდა ზედა ტანსა და კიდურებშიც.

Wandercraft-ის ერთ-ერთი დამფუძვნებელი მიიჩნევს, რომ ისეთი დამხმარე ხელსაწყოები, რაც დღეს შეზღუდული შესაძლებლობების პირებისთვის არის განკუთვნილი მოძველებულია და ეგზოჩონჩხები მათ ეტაპობრივად ჩაანაცვლებს.

საგულისხმოა, რომ იმედისმომცემი დამხმარე ტექნოლოგიის მწარმოებელი კომპანიის თანადამფუძვნებლის შვილი, სპეციალური საჭიროების მქონე პაციენტია, რადგან მას ნევროლოგიური დარღვევა დამოუკიდებლად გადაადგილების და კოორდინაციის საშუალებას არ აძლევს.

Reuters-ის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში ფრანგული კომპანია Wandercraft-ის დამფუძვნებლის ჟან-ლუი კონსტანცას ვაჟია, რომელიც ეგზოჩონჩხ Atalante-ის დახმარებით მოძრაობს და ამბობს, რომ ეს მისთვის ახალი გამოცდილებაა და თავს დამოუკიდებელ ადამიანად გრძნობს, რადგან აქამდე გადაადგილება მხოლოდ სხვა ადამიანის დახმარებით შეეძლო.