Rihanna სტრიმინგ პლატფორმებზე 140%-ით უფრო მოთხოვნადია – ვიდრე Super Bowl-მდე იყო

Super Bowl-ის შესვენებაზე გამართული შოუს შემდეგ, Rihanna-ს სიმღერების კატალოგზე მოთხოვნა 140%-ით გაიზარდა.

შოუმდე ოფიციალურ სტრიმინგ პლატფორმებზე რიანას დღეში საშუალოდ 25.8 მილიონი მოსმენა ჰქონდა, შოუს შემდეგ კი ეს მაჩვენებელი 62.2 -მილიონამდე გაიზარდა.

გაზრდილია რიანას ნამუშევრების ციფრული გაყიდვებიც, Super Bowl-მდე რიანას კომპოზიციებს საშუალოდ დღეში 7,500-ჯერ ტვირთავდნენ, პერფორმანსის შემდეგ დღეს კი ეს მაჩვენებელი 42,000-მდეა გაზრდილი.

საგულისხმოა, რომ ეს მხოლოდ აშშ-ის მონაცემებია, რომელიც Bilboard-მა გამოაქვეყნა, სადაც ცხადია არ შედის დანარჩენი მსოფლიოს სტატისტიკა, Super Bowl-ის შოუს კი პლანეტის მასშტაბით ჰყავს მაყურებელი.

7 წლიანი პაუზის შემდეგ რიანას შოუს პირდაპირ ეთერში 125 მილიონამდე ადამიანმა უყურა, პერფორმანსის ჩანაწერს Youtube-ზე ამ დროისთვის 54 მილიონამდე ნახვა აქვს.