3D პრინტერით თავის ტვინის ქსოვილი შექმნეს

Biomicrofluidics-ის ცნობით, ამერიკელმა და ინდოელმა მეცნიერთა ჯგუფმა, 3D პრინტერით დამზადებულ ბიორეაქტორში, თავის ტვინის ქსოვილის მცირე ნაწილი გაზარდეს.

შვიდი დღის განმავლობაში მკვლევარები ბიოსტრუქტურის ზრდასა და განვითარებას აკვირდებოდნენ. შედეგად, მათ მიიღეს ტვინის ქსოვილის მცირე ნაწილი, რომელიც ქმნიდა ღრუებს, რომელიც გარშემორტყმულია თვითორგანიზებული სტრუქტურით.

ექსპერიმენტის ფარგლებში, მეცნიერებმა 3D პრინტერით შექმნეს მრავალჯერადი ჩიპი, რომელიც დამზადებულია ბიოშეთავსებადი სტომატოლოგიური მასალისგან. 

აღსანიშნავია, რომ მასალა საკმაოდ იაფასიანია და მისი ღირებულებაა 5 დოლარს არ აღემატება.