“აეროსმიტის“ სოლისტს ხმის იოგები დაუზიანდა, რის გამოც ბენდს ტურნეს დროებით შეწყვეტა მოუწია. ამის შესახებ გამოცემა People-ი წერს.
ბენდმა ტურნე რამდენიმე კვირის წინ დაიწყო და სულ 3 კონცერტის ჩატარება მოასწრო. კონცერტების განახლებამდე, ჯგუფის ფანებს, რამდენიმე თვე ლოდინი მოუწევთ.
“ექიმისგან მკაცრი გაფრთხილება მივიღე, მომავალი 30 დღე ვერ ვიმღერებ“, – წერს 75 წლის ვარსკვლავი საკუთარ Instagram გვერდზე.
როკ ბენდმა, შემდეგი ექვსი კონცერტი 2024 წლის იანვარ-თებერვლისთვის გადადო.