ჩინეთში 180 მილიონი წლის დინოზავრის ნამარხი იპოვეს

ჩინეთში, ქალაქ ლუფენში არქეოლოგიური გათხრებისას დინოზავრის ჩონჩხი აღმოაჩინეს. გავრცელებული ინფორმაციით, გადაშენებული ცხოველის ჩონჩხის 70% დღემდე ხელუხლებლადაა შემონახული, რაც იშვიათობაა.

უძველესი ნამარხი,180 მილიონი წლით დათარიღებულ ნიადაგში იპოვეს, რომელიც იურულ პერიოდს ეკუთვნის. მეცნიერთა თქმით, პალეონტოლოგებმა დაახლოებით 8 მეტრი სიგრძის მქონე დინოზავრის ჩონჩხის სასწრაფოდ ამოთხრა დაიწყეს, რადგან, შესაძლოა, ის მთის ფერდობზე მიმდინარე ეროზიულ პროცესებს დაეზიანებინა.
დინოზავრის ძვლებსა და კუდის აგებულებაზე დაკვირვებით, სპეციალისტები აცხადებენ, რომ ის ჩინეთის ტერიტორიაზე ქვედა იურული ეპოქის დროს მცხოვრები ლუფენგოზავრის გვარის წარმომადგენელი უნდა იყოს, რომელიც მცენარეებით იკვებებოდა.