მწერალი, მხატვარი, მოქანდაკე და რეჟისორი რეზო გაბრიაძე გარდაიცვალა

მხატვარი, თეატრისა და კინოს რეჟისორი, მოქანდაკე და მწერალი რეზო გაბრიაძე 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.

რეზო გაბრიაძე 1936 წელს ქუთაისში დაიბადა. ის 35-ზე მეტი ფილმის ავტორია, რომელთა შორის არის „მიმინო“, „არ დაიდარდო“, „ქინ ძა ძა“, „შერეკილები“, „არაჩვეულებრივი გამოფენა“, „სამნი გზაზე“ და სხვები.

1981 წელს რეზო გაბრიაძემ თბილისში დააარსა მარიონეტების თეატრი. რეზო გაბრიაძე მრავალი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია, მათ შორის არის საფრანგეთის რესპუბლიკის ხელოვნებისა და ლიტერატურის კომანდორის ორდენი, სსრკ სახელმწიფო პრემია, პრემიები – „ნიკა“, „ტრიუმფი“, „ოქროს ნიღაბი“, „ოქროს სოფიტი“, „ცარსკოსელსკაია პრემია“, შ. რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია და ა.შ.