WhatsApp-ის ახალ ვერსიაში ხატვის ხელსაწყოები გამოჩნდება

WhatsApp-ის ახალ, ბეტა ვერსიაში, რომელიც Android 2.22.3.5.-ის არის განკუთვნილი, ხატვის ხელსაწყოები გამოჩნდება.

პორტალ WABetainfo-ს ცნობით, აპლიკაციაში ჩაშენებულ ფოტო რედაქტორის მეშვეობით, შესაძლებელი იქნება „ფანქრების“ გამოყენება, რომელიც დაგეხმარებათ ნახატებზე და ვიდეოებზე ახალი ფიგურების დამატებაში, ხაზის, ფერისა და ზომის შეცვლაში.

ამასთან, განახლებული ვერსია, Telegram-ისა და Facebook-ის მსგავსად, ფოტოების ფრაგმენტული დაბინდვის და შეტყობინებებზე „რეაქციის“ შესაძლებლობას იძლევა.