გაიცანით XIAOMI-მ MI 10T სერიის ახალი სმარტფონი და არა მხოლოდ

ანალოგიური მონაცემების მქონე Mi 10T-ს საბაზისო მოდელისგან დიზაინი, 64-მეგაპიქსელიანი მთავარი კამერა და 6GB-იანი ოპერატიული მეხსიერება გამოარჩევს. სმარტფონი შავ და ვერცხლისფერ ფერებშია ხელმისაწვდომი და 499-549 ევრო ღირს.

ჩინურმა ტექნოლოგიურმა კომპანიამ Xiaomi 30 სექტემბერს გამართულ ონლაინ ღონისძიებაზე მომხმარებლებს Mi 10T სერიის ახალი სმარტფონები Mi 10T Pro, Mi 10T, Mi 10T Lite და ჭკვიანი საათი Mi Watch წარუდგინა.

საბაზისო მოდელის Mi 10T Pro ეკრანის ზომა 6.67 დუიმია. ის მძლავრი პროცესორით Snapdragon 865 არის აღჭურვილი და 5G მხარდაჭერით სარგებლობს. შავ, ვერცხლისფერ და ცისფერ ფერებში გადაწყვეტილი სმარტფონის შიდა მეხსიერება 28GB და 256GB-ია, ოპერატიული მეხსიერება 8GB, ელემენტის ტევადობა კი 5000mAh-მდეა გაზრდილი. სმარტფონი 108-მეგაპიქსელიანი მთავარი კამერით,13-მეგაპიქსელიანი ფართოკუთხოვანი კამერით, 5-მეგაპიქსელიანი მაკრო ლინზითა და 20-მეგაპიქსელიანი სელფის კამერითაა აღჭურვილი. კომპანიის ახალი ფლაგმანის ღირებულება 599-649 ევროა.

Mi 10T Lite-ის ეკრანის ზომა, წინა ორი მოდელის მსგავსად, 6.67 დუიმია. ის პროცესორით Snapdragon 750G, 64-მეგაპიქსელიანი მთავარი კამერით, 8-მეგაპიქსელიანი ფართოკუთხოვანი კამერით, 2-მეგაპიქსელიანი მაკრო ლინზით, 2-მეგაპიქსელიანი სიღრმის სენსორითა და 16-მეგაპიქსელიანი სელფის კამერითაა აჭღურვილი. მოწყობილობას 5G მხარდაჭერა აქვს. მისი შიდა მეხსიერება 64GB და 128GB-ია, ოპერატიული მეხსიერება 6GB, ხოლო ელემენტის ტევადობა 4,820mAh. სმარტფონის ღირებულება 279-329 ევროთიაგანსაზღვრული.

კომპანიის მიერ წარმოდგენილი სმარტ საათი Mi Watch, როგორც ანდროიდის, ასევე iOS-ის ოპერაციულ სისტემებზე მომუშავე სმარტფონებზეა მორგებული. მისი ეკრანის ზომა 1.39 დუიმია, ელემენტის ტევადობა კი 420 mAh. Xiaomi-ს წარმომადგენელთა განცხადებით, ჭკვიანი მოწყობილობა ელემენტის ერთი დამუხტვით 16 დღის განმავლობაში მუშაობს. საათი სხვადასხვა ფუნქციის მქონე 6 სენსორითა და GPS-ითაა აღჭურვილი. მის მფლობელებს ასევე ვირტუალური ასისტენტით Amazon Alexa სარგებლობაც შეუძლიათ. Mi Watch მსურველებისთვის 99 ევროდაახელმისაწვდომი.

კომპანია მომხმარებლებს Mi 65W-ის სახელით ცნობილ ახალ სწრაფ დამტენსაც სთავაზობს, რომელიც მცირე ზომითა და სიმძლავრით გამოირჩევა. მისი გამოყენებით სმარტფონების, ლეპტოპებისა და სათამაშო კონსოლების დატენვა მოკლე დროშია შესაძლებელი. მოწყობილობის ღირებულება 29 ევროა.