LG-იმ შესაძლოა სმარტფონების წარმოება შეწყვიტოს

სამხრეთკორეულმა ტექნოლოგიურმა კომპანიამ LG, შესაძლოა, 2021 წელს სმარტფონების ბაზარი დატოვოს. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, კვან ბო სიოკის მიერ თანამშრომლებისთვის გაგზავნილ წერილზე დაყრდნობით ავრცელებს.

“იქიდან გამომდინარე, რომ მსოფლიო ბაზარზე სმარტფონების მწარმოებელთა შორის კონკურენცია უფრო და უფრო იზრდება, დროა, LG-მ ვითარება ცივი გონებით შეაფასოს და ყველასთვის საუკეთესო გამოსავალზე შეჯერდეს. კომპანია პრობლემის მოსაგვარებლად ნებისმიერ შესაძლო გზას განიხილავს, იქნება ეს საკუთარი პროდუქციის შედარებით დაბალ ფასად გაყიდვა, ბაზრის დატოვება თუ შტატების შემცირება”, – ვკითხულობთ კვან ბო სიოკის მიმართვაში,” – აღნიშნულია კვან ბო სიოკის მიმართვაში.

კომპანიაში აღნიშნავენ, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. 

LG ბოლო წლების განმავლობაში იბრძოდა სმარტფონების ბაზარზე თავის დასამკვიდრებლად. კომპანია ცდილობდა ინოვაციებით კონკურენცია გაეწია სხვა მოწინავე ბრენდებისთვის. ამ მიზნით მან ბოლო დროს არაერთი ინოვაციური და საინტერესო სმარტფონი გამოუშვა, თუმცა როგორც ჩანს შედეგი შემოსავლებში ვერ აისახა.