Volkswagen ბენზინისა და დიზელის ძრავებზე უარს იტყვის

გერმანული ავტოგიგანტი Volkswagen გეგმავს 2035 წლისთვის უარი თქვას შიგა წვის ძრავიანი ავტომობილების წარმოებაზე. 

კომპანიის განმარტებით, შიგაწვის ძრავების წარმოების ამოღებას Volkswagen-ი 2033-35 წლებში ევროპაში, ხოლო ცოტა მოგვიანებით ამერიკულ, ჩინურ და აფრიკულ ბაზარზეც მოახდენს.

Volkswagen-ის ადმინისტრაციის თქმით, 2030 წელს ევროპის მასშტაბით გაყიდული ავტომობილების 70% ელექტრომობილი იქნება.  

ასევე, 2030 წლისთვის გერმანული ავტოგიგანტი ევროპაში ელექტროელემენტების მწარმოებელ 6 ქარხანას გახსნის.