ჰავაის კუნძულზე ვულკანი კილაუეა ამოიფრქვა. გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს განცხადებით, ლავა დასახლებულ პუნქტებს საფრთხეს არ უქმნის, თუმცა ვულკანურმა აირებმა, შესაძლოა მოქალაქეებს სუნთქვის პრობლემები შეუქმნას. კილაუეა, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვულკანია. ის მიმდინარე წლის იანვარსა და ივნისშიც ამოიფრქვა.ვრცლად

11 სექტემბრის ტრაგედიიდან 22 წელი გავიდა. 2001 წელს, ტერორისტული დაჯგუფების, “ალ-ქაიდას” 19-მა წევრმა ამერიკის შეერთებულ შტატებში 4 სამგზავრო თვითმფრინავი გაიტაცა. ტერორისტებმა ამერიკის ტერიტორიაზე ტერაქტების სერია განახორციელეს. ორი ავიალაინერი ნიუ-იორკის სავაჭრო ცენტრის ტყუპ ცათამბჯენებს შეეჯახა. მესამე ლაინერი კი პენტაგონის დასავლეთ ფასადს დაეჯახა. მეოთხე თვითმფრინავში, მგზავრებმა ტერორისტებს წინააღმდეგობა გაუწიეს და ლაინერი პენსილვანიისვრცლად

მწვავე კრიტიკის და სასამართლო პროცესის საფრთხის ფონზე, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლუის რუბიალესი თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს. გამოცემის ცნობით, მან გადაწყვეტილება 10 სექტემბერს მიიღო. რუბიალესმა დატოვა უეფას ვიცე-პრეზიდენტის პოსტიც. 2023 წლის აგვისტოში, ქალი ფეხბურთელების მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ინგლისის ნაკრებზე ესპანეთის ნაკრების გამარჯვების შემდეგ, ლუის რუბიალესმა ტუჩებზე აკოცავრცლად

ხვიჩა კვარაცხელია კვლავ მედიის ყურადღების ცენტრშია. შესაძლოა, მან მომავალ წელს “ნაპოლი“ დატოვოს. ქართველი ფეხბურთელის შეძენით “ბარსელონაა“ დაინტერესებული. გამოცემა El Nacional-ის გავრცელებული ინფორმაციით, კატალონიელები ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერს 2024 წელს გეგმავენ.ვრცლად

საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონია. ჰააგაში გამართული ტურნირი, შერეულ ჩათვლაში ირაკლი ცირეკიძის გაწვრთნილმა გუნდმა მოიგო. ახალგაზრდა ძიუდოისტებმა, ფინალში მასპინძელი ნიდერლანდები დამაჯერებლად, 4:1 დაამარცხეს. ინდივიდუალურ ჩათვლაში კი, საქართველოს ნაკრებმა 4 მედალი მოიპოვა. ოქრო თენგო ზირაქაშვილმა, გიორგი ტერაშვილმა და შალვა გურეშიძემ აიღეს, ლუკა ბაბუცაძე კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.ვრცლად

გერმანიის ნაკრები ისტორიაში პირველად მსოფლიო ჩემპიონია. პლანეტის პირველობის ფინალში, გერმანიამ სერბეთის ნაკრები 83:77 დაამარცხა. მატჩი ძალიან დაძაბული გამოვიდა. პირველი და მეორე მეოთხედი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. საბოლოოდ, პირველი ტაიმი ფრედ, 47:47 დასრულდა. შეხვედრაში გარდამტეხი აღმოჩნდა მესამე მეოთხედი. გერმანელებმა მესამე ათწუთეული 22:10 მოიგეს. გერმანელთა შემადგენლობაში 28 ქულით საუკეთესო იყო დენის შრიოდერი. მანვრცლად

საფრანგეთში მიმდინარე რაგბის მსოფლიო თასზე, ჯგუფის პირველ შეხვედრაში საქართველოს ნაკრები დამარცხდა. “ბორჯღალოსნები” ორგზის მსოფლიო ჩემპიონს, ავსტრალიის ნაკრებს დაუპირისპირდნენ და 15:35 დამარცხდნენ.ვრცლად

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე ესპანეთის ეროვნულ გუნდს თბილისში უმასპინძლა და 1:7 დამარცხდა. ეს “ჯვაროსნებს“ ისტორიაში ყველაზე დიდი ანგარიშით წაგება იყო. მატჩის შემდგომ კომენტარი გააკეთა გურამ კაშიამ. “ასეთი თამაშის მერე, ყველანი ვალდებულები ვართ რაღაც რეაქცია ვაჩვენოთ და ის სისუსტე, რომელიც თითოეულმა ჩვენგანმა ვაჩვენეთ შემდეგი თამაშისთვის გამოვასწოროთ. რა თქმავრცლად

ევროკომისიის თანამშრომლებს, ტელეფონებიდან და კორპორაციული მოწყობილობებიდან TikTok-ის წაშლა დაევალათ. უწყების განცხადებით, გადაწყვეტილება, მონაცემების დასაცავად და კიბერუსაფრთხოების ზომების გასაუმჯობესებლად მიიღო. სოციალურ ქსელ TikTok-ს, რომელიც ჩინურ კომპანია ByteDance-ს ეკუთვნის, ბრალი ედება იმაში, რომ ის მომხმარებლების შესახებ პირად ინფორმაციას აგროვებს და ჩინეთის მთავრობას გადასცემს. თავის მხრივ, TikTok-ი ამტკიცებს, რომ ის სხვა სოციალური ქსელებისგანვრცლად

Samsung-ი სატელიტური კომუნიკაციის საკუთარ პლატფორმას ამზადებს. კომპანიის განმარტებით, სისტემას ორმხრივი ტექსტური შეტყობინებებისა და HD ვიდეოს მხარდაჭერა ექნება. კომპანიამ წარმოადგინა ახალი სტანდარტიზებული 5G NTN მოდემი, რომელიც სმარტფონებსა და თანამგზავრებს შორის ორმხრივი კომუნიკაციის საშუალებას იძლევა. ამ ტექნოლოგიის წყალობით, მომხმარებლებს შეეძლებათ, ფიჭური ქსელის გამოყენების გარეშე, გაგზავნონ და მიიღონ ზარები, ტექსტური შეტყობინებები და მონაცემები.ვრცლად