Tesla-ს მთავარ ეკრანზე თამაშების გაშვება შეგეძლებათ

როგორც ჩანს, საჭესთან ყურადღებით ყოფნის აუცილებლობა მალე მოძველებულ ქცევად შემორჩება. Tesla-ს ავტომობილის მძღოლებს, მომავლის ავტომობილის მართვისას, გიგანტურ ეკრანზე თამაშების ჩართვის საშუალება ექნებათ.

Tesla-ს გიგანტურ ეკრანზე თამაშების გაშვების შესახებ ინფორმაცია კი საინტერესოდ ჟღერს, თუმცა ამ ავტომობილის “ავტონომიური მართვის სისტემა” სრულად ავტონომიური ჯერ კიდევ არ არის და ექსპერტთა მოსაზრებით, ფუნქციის სახელს მომხმარებლები შეცდომაში შეჰყავს, რამაც უკვე ბევრი ავარია გამოიწვია.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ავარიების დიდი ნაწილი მძღოლების ყურადღების გაფანტულობით ხდება, ტესლას მონიტორზე გაშვებული თამაში კი ამ მხრივ, რისკებს გაზრდის.