Xiaomi-ს ახალი სმარტფონი ოთხივე მხარეს დახრილი ეკრანით 🎥

Xiaomi-ს მოცემული მომენტისთვის სმარტფონების ბაზრის 13,1% უჭირავს, რაც იმას ნიშნავს, რომ ახლა Xiaomi-ს სმარტფონს უფრო მეტი ადამიანი ყიდულობს, ვიდრე Apple-ის. ამიტომაც, გაჯეტებით გაჯერებულ სამყაროში, ის ერთ-ერთი რიგითი ბრენდიდან უკვე თვალშისაცემ მოთამაშედ იქცა.

შაომი თამამი ექსპერიმენტებისგან თავს არ იკავებდა, რადგან მათ დასაკარგი იმაზე ცოტა აქვთ, ვიდრე სამსუნგს და ეფლს. ამჯერად შაომიმ კიდევ ერთი ახალი კონცეპტი წარადგინა, სმარტფონი, რომელსაც ოთხივე მხარეს დახრილი ეკრანი აქვს.

შეიძლება ითქვას, რომ შაომის ოთხმხრივი ჩანჩქერის მსგავსი დისფლეის მქონე სმარტფონი, მსოფლიოში პირველია. მას არ აქვს არც ერთი პორტი და არანაირი ფიზიკური ღილაკი.

კომპანიის წარმომადგენლები ადასტურებენ, რომ სმარტფონის რეალური პროტოტიპი არსებობს და ეს მხოლოდ კონცეპრი არა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, ჩაეშვება თუ არა ის მასობრივ წარმოებაში.