ინდონეზიის სასამართლომ, 33 წლის ბლოგერს, ლინა ლუტფიავატის ღორის ხორცის ჭამისთვის 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა და ჯარიმის სახით, 16 245 დოლარის გადახდა დააკისრა. ინფორმაციას The New York Times-ი
2 მილიონიანი აუდიტორიის მქონე ბლოგერმა, მარტში ბალიზე გადაღებული ვიდეო TikTok-ზე გამოაქვეყნა, სადაც ის ღორის ხორც ჭამს. აღნიშნულმა ვიდეომ, ინდონეზიაში სკანდალი გამოიწვია, რადგან მოსახლეობის უმრავლესობა მუსლიმია.
ვიდეოს გამო, ქალს ერთ-ერთმა სასულიერო პირმა პოლიციაში უჩივლა და ის მკრეხელობაში დაადანაშაულა.
სექტემბერში, პალემბანგის სასამართლომ ბლოგერის საქმე განიხილა. სასამართლომ ქალი დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახით, პატიმრობა და ჯარიმის გადახდა მიუსაჯა.