მას შემდეგ, რაც Tesla-ს მფლობელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა Twitter-ის 9,2%-იანი წილი შეიძინა, ილონ მასკი აღნიშნული სოციალური ქსელის ბორდის წევრი გახდა.
მასკმა Twitter-ის წილი მარტის შუა რიცხვებში იყიდა, რითაც ის კომპანიის ყველაზე მსხვილი აქციონერი გახდა. მასკი Twitter-ზე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წევრია და ხშირად პლატფორმასთან დაკავშირებით მის გამოხატვის ფორმებს პრობლემებიც ექმნება.
Twitter-ის დირექტორმა პარაგ აგრავალმა განაცხადა, რომ ბორდში მასკის გაწევრიანებით აღფრთოვანებულია და ეს ზუსტად ის არის, რაც სჭირდებოდათ.