Biomicrofluidics-ის ცნობით, ამერიკელმა და ინდოელმა მეცნიერთა ჯგუფმა, 3D პრინტერით დამზადებულ ბიორეაქტორში, თავის ტვინის ქსოვილის მცირე ნაწილი გაზარდეს. შვიდი დღის განმავლობაში მკვლევარები ბიოსტრუქტურის ზრდასა და განვითარებას აკვირდებოდნენ. შედეგად, მათ მიიღეს ტვინის ქსოვილის მცირე ნაწილი, რომელიც ქმნიდა ღრუებს, რომელიც გარშემორტყმულია თვითორგანიზებული სტრუქტურით. ექსპერიმენტის ფარგლებში, მეცნიერებმა 3D პრინტერით შექმნეს მრავალჯერადი ჩიპი, რომელიც დამზადებულია ბიოშეთავსებადი სტომატოლოგიური მასალისგან. ვრცლად

2021 წლის დასაწყისში გავრცელებული ინფორმაცია რომ ერთ-ერთი კორეული ტექნოლოგიური გიგანტი სმარტფონების ბაზარს დატოვებდა, დადასტურდა. სამხრეთკორეული ტექნოლოგიური კორპორაცია LG სმარტფონების ბაზარს მიმდინარე წლის 31 ივლისიდან დატოვებს. ამ ინფორმაციას კომპანია ოფიციალურ ვებგვერდზე ავრცელებს. მიზეზი ისაა, რომ LG მობილური ტელეფონების სხვა მწარმოებლებს სათანადო კონკურენციას ვეღარ უწევს, რის გამოც ბოლო წლების განმავლობაში რამდენიმე მილიარდი აშშ დოლარით იზარალა. გავრცელებულივრცლად

იაპონური კომპანია Fomm გეგმავს, გამოუშვას ელექტრომობილი, რომელიც როგორც ხმელეთზე, ისე წყალზე გადაადგილდება. ავტომობილი არამარტო დატბორილ გზებზე გადაადგილებას, არამედ მყარი ზედაპირის არარსებობის შემთხვევაში, სპეციალური ფორმის ბორბლიანი დისკების დახმარებით, წყალზე მოძრაობასა და მიმართულების შეცვლასაც შეძლებს. მცურავი მანქანის გამოშვება ფუკუშიმას მიწისძვრისა და ცუნამის ხსოვნას უკავშირდება. მანქანის ინტერიერი გათვლილია ოთხ ადამიანზე. ელექტრომობილს შეუძლია 80 კმ /ვრცლად

იტალიის არქიტექტურულმა ბიურომ Giancarlo Zema Design Group-მა (GZDG), ჩინური უპილოტო საჰაერო ხომალდების შემქმნელი კომპანიის, EHang- ის დაკვეთით, “მფრინავი ტაქსის” დასაშვები პლატფორმის პროექტი შეიმუშავა. პლატფორმების მშენებლობა ტურისტულად მიმზიდველ ადგილებში იგეგმება, სადაც მოგზაურები შეძელებენ ახალი ტიპის ტრანსპორტით კომფორტულად გადაადგილებას. ჩინური კომპანია EHang ორ ადგილიანი საჰაერო ტაქსის მასობრივ წარმოებას უკვე წელს დაიწყებს, რისთვისაც საჭირო იქნებავრცლად

უახლოეს მომავალში პირველი ხელოვანი ჰუმანოიდი რობოტის, Ai-Da-ს მიერ შექმნილი ავტოპორტრეტების სერიების გამოფენა მოეწყობა. როგორც ცნობილია, მის მიერ შესრულებული ნამუშევრების დათვალიერებას მსურველები ლონდონში მდებარე დიზაინის მუზეუმში მიმდინარე წლის მაისიდან ივნისამდე პერიოდში შეძლებენ, თუმცა არ გამორიცხავენ, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებულმა შეზღუდვებმა აღნიშნული ვადების გადაწევა განაპირობოს. ადამიანის მსგავსი რობოტი Ai-Da თავის გარშემოვრცლად

Xiaomi-ს მოცემული მომენტისთვის სმარტფონების ბაზრის 13,1% უჭირავს, რაც იმას ნიშნავს, რომ ახლა Xiaomi-ს სმარტფონს უფრო მეტი ადამიანი ყიდულობს, ვიდრე Apple-ის. ამიტომაც, გაჯეტებით გაჯერებულ სამყაროში, ის ერთ-ერთი რიგითი ბრენდიდან უკვე თვალშისაცემ მოთამაშედ იქცა. შაომი თამამი ექსპერიმენტებისგან თავს არ იკავებდა, რადგან მათ დასაკარგი იმაზე ცოტა აქვთ, ვიდრე სამსუნგს და ეფლს. ამჯერად შაომიმვრცლად

ნიდერლანდების ქალაქ ნეიმეგენში მდებარე რედბონდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჭკვიანი მატერია შექმნეს, რომელსაც ინფორმაციის შენახვა და დამუშავება ადამიანის ტვინის მსგავსად შეუძლია. შემქმნელთა განცხადებით, მათი მიღწევა “კვანტური ტვინის”, ანუ მაღალგანვითარებული კომპიუტერული ტექნოლოგიის შემუშავებაში დიდ წვლილს შეიტანს, რომლის შემადგენელი კომპონენტებიც ისე იფუნქციონირებენ, როგორც ნეირონები და მათი დამაკავშირებელი სინაფსები.  დღეს არსებული სისტემით, ხელოვნური ინტელექტი ახალი ინფორმაციის დამახსოვრებასა და მისი ძველისგანვრცლად

ჩინეთის ერთ-ერთ ქალაქში ახალი სერვისი დაინერგა, რომლის საშუალებითაც, ძაღლის დაკარგვის შემთხვევაში, მფლობელებს მათი ოთხფეხა მეგობრის პოვნა ცხვირის ანაბეჭდით შეეძლებათ. შინაური ცხოველის იდენტიფიკაციისთვის საკმარისია სპეციალური აპლიკაციის გადმოწერა, ძაღლის ცხვირის ფოკუსირებული ფოტოს გადაღება და მისი ციფრული პირადობის მოწმობის მიღება. ამრიგად, ოთხფეხა მეგობრის შესახებ დეტალური ინფორმაცია, პოლიციის მონაცემთა ბაზაში აისახება და სამართალდამცველებს მისივრცლად

სინგაპურში, დიზაინერული სტუდია Stuck Design-ის სპეციალისტებმა შექმნეს ინოვაციური ღილაკი, რომელიც თითის შეხების გარეშე აქტიურდება. შემქმნელთა განცხადებით, Kinetic Touchless ხელის მოძრაობას სენსორის დახმარებით აფიქსირებს და ხელის მიახლოვებასთან ერთად, შიგნით იწევს სწორედ ისე, როგორც ეს დაჭერის შემთხვევაში ხდება, შემდეგ კი საწყის მდგომარეობას უბრუნდება. ავტორები ხაზს უსვამენ, რომ ახალი ღილაკი მხოლოდ დაჭერის იმიტაციასვრცლად

რობოტი სოფიას შემქმნელი კომპანია Hanson Robotics,  2021 წლის პირველ ნახევარში ოთხი მოდელის ჰუმანოიდ რობოტს გამოუშვებს. კომპანიის თქმით, რობოტების გამოყენება მხოლოდ სამედიცინო სექტორით არ შემოიფარგლება. ინტერგირებული ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, ისინი შეძლებენ იზოლაციაში მყოფი ადამიანების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზეც იზრუნონ. ჰონგ-კონგში დაფუძნებული კომპანია აპირებს “ათასობით” ადამიანის მსგავსი რობოტი გაყიდოს წელს. ჰენსონს სჯერა, რომ ეს პანდემიასთანვრცლად