APPLE-მა ახალი ოპერაციული სისტემა წარადგინა
Apple-მა ტექნოლოგიურ დეველოპერთა ყოველწლიურ მსოფლიო კონფერენციაზე მომხმარებლებს ახალი ოპერაციული სისტემა წარუდგინა. სისტემური განახლებები შეეხო Apple-ის სხვადასხვა მოწყობილობებს, მათ შორისაა iOS 15, iPadOS 15, watch OS 8 და macOS Monterey. ამ განახლებების ბეტა ვერსია მომხმარებელთათვის 2021 წლის ივლისში გახდება ხელმისაწვდომი, შემოდგომაზე კი განახლებები სრულად გავრცელდება. მოკლედ პროგრამული სიახლეების შესახებ: iOS 15 რამდენიმე მნიშვნელოვან სისტემურ ცვლილებას აერთიანებს. FaceTime-შივრცლად
დაიკლეთ წონა დიეტის გარეშე – FDA-მ WEGOVY დაამტკიცა
აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ხარისხის კონტროლის სააგენტომ (FDA) დანიური ფარმაცევტული კომპანია Novo Nordisk-ის მიერ შექმნილი პრეპარატი Wegovy წონის დასაკლებად დასაშვებად ცნო. ბოლო წლების განმავლობაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც FDA-მ ჭარბი წონის წინააღმდეგ ბრძოლის მედიკამენტური მკურნალობის მეთოდს მწვანე შუქი აუნთო. იგივე კომპანიის იგივე შემადგენლობის პრეპარატი, მხოლოდ სხვა სახელწოდებით – Semaglutide, ჯერ კიდევ 2012 წელს შექმნეს და უკვე რამდენიმევრცლად
ჯეფ ბეზოსი Blue Origin-ის ხომალდით კოსმოსში იმოგზაურებს
საკუთარი კომპანიის Blue Origin-ის მიერ შექმნილი ხომალდით ჯეფ ბეზოსი დედამიწის ატმოსფეროს დატოვებს. მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა საკუთარი რაკეტით მოგზაურობის შესახებ გადაწყვეტილება Instagram-ის გვერდზე გამოაქვეყნა. როგორც ცნობილია ხომალდი New Shepard პირველ სუბორბიტულ მისიას ეკიპაჟით, მიმდინარე წლის 20 ივლისს განახორციელებს. “ხუთი წლიდან ვოცნებობ კოსმოსში მოგზაურობაზე. 20 ივლისს ჩემს ძმასთან ერთად გავფრინდები. ეს ჩემსვრცლად
Lost Cause – Billie Eilish-ის ახალი კლიპი, განსხვავებული იმიჯით
თინეიჯერების კუმირმა, 19 წლის სუპერვარსკვლავმა, ბილი აილიშმა 3 ივნისს, კომპოზიციაზე Lost Cause გადაღებული კლიპი გაავრცელა. გაქერათმიანებული აილიში, ვიდეორგოლში თანატოლი გოგონების გარემოცვაში “პიჟამა ფართის” აწყობს. ახალ ვიდეორგოლში, ბილის ვიზუალი განსხვავებულია, ვოგის გარეკანის მსგავსად ბილი აილიში საფირმო დიდი ზომის ტომარა/ამოსს აქაც შეელია და ამის ნაცვლად, გაცილებით ინტიმური ლუქითაა წარმოდგენილი. 4 დღის წინ გამოქვეყნებულ ვიდეოს,ვრცლად
Apple-ს თანამშრომლები ოფისში დაბრუნებას აპროტესტებენ
პანდემიის დასრულების შემდეგ ოფისებში სამუშაოდ დაბრუნებას Apple-ს თანამშრომელთა ნაწილი ეწინააღმდეგება. The Verge-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კომპანიის 80-მდე თანამშრომელმა ტიმ კუკს წერილით მიმართა და მოუწოდებენ მას, გადახედოს გეგმას, რომლის თანახმადაც სექტემბრიდან კომპანიის თანამშრომლებს მუშაობა ოფისში უნდა გაეგრძელებინათ. წერილის ხელმომწერები ავტორები აღნიშნავენ, რომ Apple-ის ადმინისტრაცია მათ შეხედულებებს აიგნორებს, როდესაც აცხადებს, რომ თანამშრომლებსვრცლად
ჩინეთში 180 მილიონი წლის დინოზავრის ნამარხი იპოვეს
ჩინეთში, ქალაქ ლუფენში არქეოლოგიური გათხრებისას დინოზავრის ჩონჩხი აღმოაჩინეს. გავრცელებული ინფორმაციით, გადაშენებული ცხოველის ჩონჩხის 70% დღემდე ხელუხლებლადაა შემონახული, რაც იშვიათობაა. უძველესი ნამარხი,180 მილიონი წლით დათარიღებულ ნიადაგში იპოვეს, რომელიც იურულ პერიოდს ეკუთვნის. მეცნიერთა თქმით, პალეონტოლოგებმა დაახლოებით 8 მეტრი სიგრძის მქონე დინოზავრის ჩონჩხის სასწრაფოდ ამოთხრა დაიწყეს, რადგან, შესაძლოა, ის მთის ფერდობზე მიმდინარე ეროზიულვრცლად
მწერალი, მხატვარი, მოქანდაკე და რეჟისორი რეზო გაბრიაძე გარდაიცვალა
მხატვარი, თეატრისა და კინოს რეჟისორი, მოქანდაკე და მწერალი რეზო გაბრიაძე 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. რეზო გაბრიაძე 1936 წელს ქუთაისში დაიბადა. ის 35-ზე მეტი ფილმის ავტორია, რომელთა შორის არის „მიმინო“, „არ დაიდარდო“, „ქინ ძა ძა“, „შერეკილები“, „არაჩვეულებრივი გამოფენა“, „სამნი გზაზე“ და სხვები. 1981 წელს რეზო გაბრიაძემ თბილისში დააარსა მარიონეტების თეატრი. რეზო გაბრიაძევრცლად
“მუსიკიდან საბოლოოდ მივდივარ” – Sinead O’Connor
ირლანდიელმა შემსრულებელმა, შინეიდ ო’კონორმა განაცხადა, რომ 2022 წელს, თავისი მეთერთმეტე ალბომის No Veteran Dies Alone გავრცელებით, მუსიკალურ მოღვაწეობას საბოლოოდ დაასრულებს. მომღერლის მიერ სოციალურ ქსელ Twitter-ში გამოქვეყნებულ პოსტებზე დაყრდნობით, შინეიდ ოკონორის წასვლის შესახებ ცნობას Billboard-იც ავრცელებს. 54 წლის არტისტის შეფასებით, ეს სევდიანი გადაწყვეტილება არ არის, რადგან 40-წლიანი კარიერის შემდეგ, ცხოვრებაში ახალვრცლად
დაადგინეს ადამიანის სიცოცხლის მაქსიმალური ასაკი
მეცნიერებმა განსაზღვრეს მაქსიმალური ასაკი, რისი მიღწევაც ადამიანს შეუძლია. Nature Communications-ში გამოქვეყნებული კვლევები გვამცნობს, რომ სრულყოფილი ჯანმრთელობის მქონე ადამიანის სიცოცხლის მაქსიმალური პერიოდი 120-დან 150 წლამდეა. მეცნიერთა თქმით, აღნიშნული ასაკის მიღწევა მხოლოდ იმ ადამიანებს შეუძლიათ, რომლებსაც ჯანმრთელობა ხელს შეუწყობთ და გულის, ან კიბოს პრობლემები არ შეაწუხებთ. მკვლევართა ჯგუფმა “დაბერების სიჩქარე” აშშ-ს, ბრიტანეთისვრცლად
როგორ გამოიყურება SpaceX-ის რაკეტა 10 მისიის შემდეგ
ფოტოგრაფი ჯონ კრაუსი Twitter-ზე SpaceX-ის მრავალჯერადი გამოყენების რაკეტის, Falcon 9-ის ფოტოებს აქვეყნებს. პირველ სურათში, რომელიც 2019 წლის მარტშია გადაღებული, რაკეტა ჯერ კიდევ თეთრია და ახალივით გამოიყურება. მეორე სურათი კი 2021 წლის მაისშია გადაღებული. ამ დროისთვის Falcon 9-ს უკვე შესრულებული აქვს რეკორდული რაოდენობის მისია. ის კოსმოსში 10-ჯერ არის გაუშვეს. ვრცლად




















