მეცნიერებმა მსოფლიოში ყველაზე ძლიერი წებო შექმნეს
აშშ-ში, ენერგეტიკის დეპარტამენტის მეცნიერებმა, მსოფლიოში ყველაზე ძლიერი წებო შექმნეს. გავრცელებული ინფორმაციით, ინოვაციური წებოს ერთ წვეთს, 136 კილოგრამამდე ტვირთის გაძლება შეუძლია. ახალი წებოს მთავარი კომპონენტი, სტირონი-ეთილენ-ბუტილენ-სტირონია (SEBS), რომელიც დიდი ხანია სხვადასხვა პროდუქტში გამოიყენება. ნივთიერებას, ახალი თვისებები დინამიკური გადაკვეთის ტექნოლოგიის გამოყენებით მიენიჭა. მეცნიერებმა ახალი წებო არაერთხელ გამოცადეს და ის ამ დროისათვის ყველაზევრცლად
iPhone-ზე ორსული კაცის ემოჯი გამოჩნდება
iPhone-ის პროგრამული უზრუნველყოფის განახლებაში, (iOS 15.4) ორსული მამაკაცის ემოჯი გამოჩნდება. ორსული ემოჯი ახალი არ არის, რადგან ის Emojipedia-ს 2021 წლის სექტემბერის განახლების ნაწილია. თუმცა, Apple-ის ვერსია ხუთშაბათს გამოვიდა, როგორც iOS 15.4-ის ბეტა ნაწილი. სიახლე iPhone-ის ყველა მომხმარებლისთვის წლის ბოლომდე გახდება ხელმისაწვდომი. გადაწყვეტილებამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ნაწილი ამტკიცებს, რომ ბიოლოგიურად სპეციფიკურივრცლად
დაფიქსირებულია უცნაური სიგნალები, რომელთა მსგავსიც ჯერ არაფერი გვინახავს
ჩვენი პლანეტის კოსმოსურ სამეზობლოში, ამ ეტაპზე დაუზუსტებელი ობიექტი ისეთ სიგნალებს გამოჰყოფს, რომლის მსგავსის ჯერ არასოდეს აღმოგვიჩენია. დედამიწიდან 4000 სინათლის წლის მოშორებით მყოფი რაღაც, ძალიან უცნაურ რადიოტალღებს ასხივებს. ყოველ 18,18 წუთში, დაახლოებით 30-60 წამის განმავლობაში, ის კაშკაშად პულსირებს და ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ობიექტს წარმოადგენს დაბალი სიხშირის რადიო-ცაზე. მისი პარამეტრები არც ერთივრცლად
ცნობილია წლის რომელ პერიოდში გადაშენდნენ დინოზავრები
მეცნიერებმა დაადგინეს წლის რომელ პერიოდში ჩამოვარდა ასტეროიდი, რომელმაც დინოზავრების გადაშენება გამოიწვია. როგორც კვლევებმა აჩვენა, ასტეროიდის ჩამოვარდნით გამოწვეული კატასტროფა, მაისში ან ივნისში მოხდა. ამის გარკვევა პალეონტოლოგებმა, ჩრდილოეთ დაკოტაში ნაპოვნი უძველესი თევზის გაქვავებული ძვლების შესწავლის შემდეგ შეძლეს. საწყის ეტაპზე, მეცნიერებმა თანამედროვე, გარდაცვლილი ზუთხის ძვლები გამოიკვლიეს. შედეგად, მათ აღმოაჩინეს, რომ სტრატიფიკაცია ფარფლის ძვლებშივრცლად
Tesla-ს სმარტფონი არ წარუდგენია და არც წარადგენს
სოციალურ ქსელებში რამდენიმე დღეა ვრცელდება ინფორმაცია, რომ ილონ მასკმა Tesla Phone წარადგინა. მეტი დამაჯერებლობისთვის, გავრცელებულ ინფორმაციას თან ახლავს ვიზუალური მასალაც. ადამიანები დაწვრილებით განიხილავენ სმარტფონის ტექნიკურ მახასიათებლებსაც, მაგრამ ერთი პრობლემაა – საქმე იმაშია, რომ Tesla Phone უბრალოდ არ არსებობს. Tesla-ს სმარტფონი არ გამოუშვია და ილონ მასკის გეგმებში მისი შექმნა არ შედის.ვრცლად
ეგვიპტეში სფინქსის მსგავსი ორი ქანდაკება აღმოაჩინეს
არქეოლოგიური სამუშაოების დროს, ეგვიპტეში ფარაონ ამენჰოტეპ III-ის ორი სკულპტურა აღმოაჩინეს, რომლებიც ვიზუალურად სფინქსის მსგავსად არის გამოქანდაკებული. მეცნიერთა ჯგუფმა, სფინქსის მსგავს სკულპტურებს ეგვიპტის ძველ დედაქალაქ თებეში (ლუქსორი) მიაკვლია, უფრო კონკრეტულად კი, ფარაონ ამენჰოტეპ III-ის ტაძარ-სამარხში, რომელსაც ეგვიპტელები “მილიონობით წლის ტაძარს” უწოდებდნენ. ეგვიპტურ-გერმანული არქეოლოგების მიერ აღმოჩენილი სფინქსის მსგავსი კირქვის ქანდაკებები მათი შექმნისვრცლად
როგორც იქნა, Nvidia-სა და AMD-ის ვიდეობარათების ფასი კლებას იწყებს
ჩვენ ჯერ არ ვართ “უღრანი ტყიდან” გასული – მაგრამ, როგორც ჩანს, Nvidia-სა და AMD-ის ვიდეობარათების ფასები საბოლოოდ დაიწევს. Nvidia RTX 3080-ის ფასი ორი თვის წინ 1773 დოლარი იყო – რაც მწარმოებლისგან დადგენილ სავარაუდო ფასთან შედარების ბევრად ძვირია (დაახლოებით 2,5-ჯერ). დღეს, მისი საცალო ღირებულება 1600 დოლარია, რაც 11%-ით ნაკლებია. RTX 3080ვრცლად
სიკვდილი საწინააღმდეგო აბი – ბეზოსი დაბერების საწინააღმდეგო ბიოტექნოლოგიით დაინტერესდა
ამერიკელმა მილიარდერმა და კომპანია Amazon-ის დამფუძნებელმა, ჯეფ ბეზოსმა სტარტაპ Altos Labs-ს 3 მილიარდი დოლარის ოდენობის ინვესტიცია გამოუყო. ის შექმნის წამალს, რომლის მიზანი სიბერისა და სიკვდილის დამარცხებაა. ინფორმაციას The Conversation ავრცელებს. ამბიციური პროექტი უჯრედების გაახალგაზრდავების კუთხით ბიოლოგიური ტექნოლოგიის შემუშავებას გეგმავს, რომელსაც აღდგენისა და დაავადებების, დაზიანებისა და ინვალიდობის წინააღმდეგ მდგრადობის უნარი ექნება.ვრცლად
აღმოაჩინეს პარაზიტი ჭია, რომელსაც ტარანტულის გაკონტროლება შეუძლია
მეცნიერებმა პარაზიტული ჭიის ახალი სახეობა აღმოაჩინეს, რომელიც “მასპინძლად” ობობას – ტარანტულს ირჩევს. ჭიის ორგანიზმში “სტუმრობის” შედეგად, ობობა სრულიად უწყინარი ხდება, რადგან ჭია ობობას შხამიან საცეცებს აკონტროლებს, რის გამოც მას ნადირობა აღარ შეუძლია და შიმშილისგან კვდება. მეცნიერების თქმით, გარდა ნადირობის შეწყვეტისა ობობებს სხვა უცნაური ქცევებიც უვლინდებათ. მაგალითად: ინფიცირების შემდეგ ისინი ფეხებისვრცლად
ახალი აღმოჩენა მცენარეთა ევოლუციის ისტორიას შეცვლის
ჩინეთში, მეცნიერება უძველესი, გაქვავებული ყვავილოვანი მცენარე იპოვეს. ამ აღმოჩენაში ყველაზე გასაკვირ მისი ასაკია, მცენარე 164 მილიონ წელს ითვლის. მეცნიერების განმარტებით, უძველესი გაქვავებული მცენარეები ადრეც აღმოუჩენიათ, თუმცა დღემდე ითვლებოდა, რომ ყვავილოვანი მცენარეები, უფრო გვიან პერიოდში გაჩნდნენ. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ აღნიშნული ეგზემპლარი, უძველესი ყვავილოვანი მცენარეა. მისი ასაკი იმაზე მიუთითებს, რომ ყვავილოვანივრცლად




















