გაიცანით ქართველი “ნინძა ბუ”
უკვე თვეზე მეტია, რაც 2D ანიმატორმა ცოტნე რუსიშვილმა youtube არხზე ატვირთა მოკლე ანიმაციით გაფორმებული სიმღერა, რომელიც მომენტალურად იპყრობს მსმენელის და მაყურებლის გულს. რგოლს 33 000-მდე ნახვა და უამრავი დადებითი შეფასება აქვს. თუ ამ რიცხვში თქვენ არ შედიხართ, ღირს მიემატოთ “ნინძა ბუს” მრავალათასიან აუდიტორიას. “მე და ჩემ შვილებს (6 წლის დავრცლად
მეცნიერებმა ახალი ტიპის ქირურგიული ნაკერი შეიმუშავეს
მაგკილის უნივერსიტეტში კანადელმა მკვლევარებმა ჭრილობის სწრაფი შეხორცებისთვის ახალი თაობის ნაკერები შეიმუშავეს. ქირურგიულ ნაკერებს ექიმები ჭრილობების დახურვისა და ბუნებრივი შეხორცების პროცესის დასაჩქარებლად იყენებენ, მაგრამ ნაკერებმა შეიძლება გაართულოს მდგომარეობა და დააზიანოს რბილი ქსოვილები. პრობლემის მოსაგვარებლად, მკვლევარებმა შეიმუშავეს ინოვაციური გელით დაფარული (TGS) ნაკერი, რომელიც ინფექციების პრევენციასა და ჭრილობების კონტროლს ემსახურება. კანადელი მკვლევარების თქმით, მათ მიერ შექმნილივრცლად
ანჯელინა ჯოლი ბრუნდება – ნახეთ Those Who Wish Me Dead თრეილერი🎥
ვისაც დიდ ეკრანზე ანჯელინა ჯოლის ნახვა მოენატრა, მათთვის ოკეანის გაღმიდან კარგი ამბავი გვაქვს. HBO Max-მა გამოაქვეყნა ფილმ “Those Who Wish Me Dead-ის” თრეილერი. მისი რეჟისორია ტეილორი შერიდანი. ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ ანჯელინა ჯოლი, ნიკოლას ჰულტი და აიდან ჟილენი. ფილმის სიუჟეტის ცენტრშია ტყის სამაშველო სამსახურის თანამშრომელი, ჰანა ფაბერი, რომლის როლსაც ანჯელინა ჯოლი ასრულებს. მას მკვლელებისგან 12ვრცლად
The Storyteller – დეივ გროლის ამბები ცხოვრებასა და მუსიკაზე
ჯგუფ “ნირვანას” ყოფილმა წევრმა და “Foo Fighters-ის” ვოკალისტმა დეივ გროლმა თავისი პირველი მემუარების, სახელად The Storyteller-ის გამოსვლის შესახებ განაცხადა. მუსიკოსი წიგნში გაიხსენებს მოვლენებს, რომლებმაც განსაკუთრებული გავლენა მოახდინა მასზე, მათ შორის ბავშვობისდროინდელ წარუმატებლობებზე, ოჯახურ სიტუაციებზე. საგულისხმოა, რომ მან 18 წლის ასაკში დატოვა ოჯახი. ის წიგნში ასევე ისაუბრებს სასაცილო სიტუაციებზე, რომლებიც როკ-ჯგუფებთან “ნირვანას”ვრცლად
ნახეთ Facebook-ის ახალი სერვისის ბეტა-ვერსია
Facebook-მა ახალი სერვისის, Hotline-ის ბეტა-ვერსია წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას ტექნოლოგიური სიახლეების პორტალი Techcrunch ავრცელებს. ამ ნაბიჯით, კომპანია სოციალური ქსელების ახალ, განვითარებად ბაზარზე ადგილის დამკვიდრებას ცდილობს, სადაც მომხმარებლები აუდიტორიასთან “ცოცხალ” საუბრებს აუდიოფორმატში მართავენ. ერთი შეხედვით, სერვისი Instagram Live-ისა და Clubhouse-ის ნაზავს წარმოადგენს. აპლიკაციის ინტერფეისი კი ძალიან ჰგავს Clubhouse-ს, Twitter Spaces და სხვა audio-onlyვრცლად
3D პრინტერით თავის ტვინის ქსოვილი შექმნეს
Biomicrofluidics-ის ცნობით, ამერიკელმა და ინდოელმა მეცნიერთა ჯგუფმა, 3D პრინტერით დამზადებულ ბიორეაქტორში, თავის ტვინის ქსოვილის მცირე ნაწილი გაზარდეს. შვიდი დღის განმავლობაში მკვლევარები ბიოსტრუქტურის ზრდასა და განვითარებას აკვირდებოდნენ. შედეგად, მათ მიიღეს ტვინის ქსოვილის მცირე ნაწილი, რომელიც ქმნიდა ღრუებს, რომელიც გარშემორტყმულია თვითორგანიზებული სტრუქტურით. ექსპერიმენტის ფარგლებში, მეცნიერებმა 3D პრინტერით შექმნეს მრავალჯერადი ჩიპი, რომელიც დამზადებულია ბიოშეთავსებადი სტომატოლოგიური მასალისგან. ვრცლად
LG სმარტფონების ბაზარს მალე დატოვებს
2021 წლის დასაწყისში გავრცელებული ინფორმაცია რომ ერთ-ერთი კორეული ტექნოლოგიური გიგანტი სმარტფონების ბაზარს დატოვებდა, დადასტურდა. სამხრეთკორეული ტექნოლოგიური კორპორაცია LG სმარტფონების ბაზარს მიმდინარე წლის 31 ივლისიდან დატოვებს. ამ ინფორმაციას კომპანია ოფიციალურ ვებგვერდზე ავრცელებს. მიზეზი ისაა, რომ LG მობილური ტელეფონების სხვა მწარმოებლებს სათანადო კონკურენციას ვეღარ უწევს, რის გამოც ბოლო წლების განმავლობაში რამდენიმე მილიარდი აშშ დოლარით იზარალა. გავრცელებულივრცლად
“ჩემი ცხოვრების გამორჩეული მომენტი მადონას უკავშირდება” – რიტა ორა
ბრიტანელმა პოპვარსკვლავმა, რიტა ორამ მადონასთან შეხვედრა გაიხსენა. ჯიმი ფელონის ღამის შოუში სტუმრობისას რიტამ გაიხსენა, რომ წლების წინ ლეგენდარული ამერიკელი მუსიკოსის, მადონას მიერ მაღაზიათა ქსელის Macy’s-სთვის შექმნილი სამოსის კოლექციის სარეკლამო გადაღებებში მონაწილეობისას, პოპის დედოფალს პირადად შეხვდა. “ჩემი ცხოვრების გამორჩეული მომენტი მადონას უკავშირდება. მასთან შეხვედრა შესანიშნავი იყო, მაგრამ ძალიან უხერხული და დაუჯერებელი.ვრცლად
მეცნიერები კბილის ხელახლა გაზრდის მეთოდზე მუშაობენ
იაპონიაში, კიოტოს, ოსაკისა და ფუკუის უნივერსიტეტების მეცნიერებმა აღმოაჩინეს ანტისხეული, რომელმაც, შესაძლოა, კონკრეტულ გენზე ზემოქმედების მეშვეობით ადამიანებში დაკარგული კბილების ხელახალ გაზრდას შეუწყოს ხელი. Science Advances გამოქვეყნებული ნაშრომის თანახმად, კბილების გაზრდაში, ისევე, როგორც სხვადასხვა ორგანოსა და ქსოვილის განვითარებაში უდიდეს როლს ძვლის მორფოგენეტიკური ცილის (BMP) Wnt-ს სახელით ცნობილი სასიგნალო მოლეკულები ასრულებენ. მათზე პირდაპირმა ზემოქმედებამ, შესაძლოა, ორგანიზმშივრცლად
ნიუ-იორკის კინოფესტივალზე სალომე ჯაშის “მოთვინიერებას” აჩვენებენ
ნიუ იორკში კინოფესტივალზე The New Directors/New Films-ის 50-ე საიუბილეო გამოშვებაზე ქართულ ფილმს, სალომე ჯაშის “მოთვინიერება” აჩვენებენ. ფესტივალის ორგანიზატორები თანამედოროვე ხელოვნების მუზეუმი და ლინკოლნის ცენტრის კინოსაზოგადოება არიან. კინოჩვენებები ონლაინ ფორმატში 28 აპრილიდან 8 მაისის ჩათვლით ჩატარდება.ვრცლად




















