ლაბორატორიული თაგვის სხეულზე, ადამიანის თმა გაზარდეს
მეცნიერებმა ლაბორატორიული თაგვის სხეულზე, ადამიანის თმა გაზარდეს. ამის დასადასტურებლად კომპანია dNovo-მ ცხოველის ფოტო გამოაქვეყნა, რომელსაც სხეულის ნაწილს ადამიანის თმა უფარავს. კომპანიის ხელმძღვანელის, ერნესტო ლუჯანის განმარტებით, ამ ეფექტის მიღწევა სისხლის უჯრედებისა და ადამიანის ცხიმისგან თმის ფოლიკულების შექმნით შეძლეს. ანუ, მათ აიღეს ჩვეულებრივი უჯრედები, რომლებიც ადამიანს დიდი რაოდენობით აქვს და გენმოდიფიკაციის შედეგად,ვრცლად
პეპსიმ Dr. Dre, Snoop Dogg, Eminem, Mary J. Blige და Kendrick Lamar გააერთიანა
2022 წლის 13 თებერვალს, ლოს-ანჯელესში, Super Bowl-ის გრანდიოზული შოუს სცენა, ჰოლივუდის საკადრისი ვარსკვლავებით იქნება მოჭედილი. პეპსიმ, NFL-მა და Roc Nation-მა დააანონსეს, რომ ლეგენდარულ შოუში მონაწილეობას მიიღებენ Dr. Dre, Snoop Dogg, Eminem, Mary J. Blige და Kendrick Lamar. შოუ ტელეკომანიების, NBC-სა და Telemundo-ს პირდაპირ ეთერში გადაიცემა. ლაივ მაუწყებლობა ასევე განხორციელდება სტიმინგვრცლად
მომღერალი ადელი ფანებს ბოდიშს უხდის
ბრიტანელმა მომღერალმა ადელმა, კონცერტის გადადების გამო ფანებს ბოდიში მოუხადა. ამის შესახებ მან საკუთარ instagram გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა. ადელის განცხადებით, მისი გუნდის წევრების უმეტესობას კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც ლას-ვეგასში ჩანიშნული შოუს ბოლომდე მომზადება ვერ მოხერხდა. მომღერლის თქმით, ის ამ კონცერტისთვის ძალიან დიდი ხანი ემზადებოდა და შექმნილი სიტუაციის გამო, თავს ძალიან ცუდადვრცლად
მეცნიერებმა კრემი შექმნეს, რომელიც ორგანიზმს გაყინვისგან დაიცავს
ინდოელმა მეცნიერებმა კრემი გამოიგონეს, რომელიც ადამიანის სხეულს გაყინვისგან დაიცავს. კრემის შემადგენლობაში კრიოპროტექტორები შედის – ეს არის ქიმიური ნივთიერებები, რომლებიც დონორის ორგანოების შესანახად გამოიყენება. შემუშავებულ კრემში, მკვლევრებმა ორი კრიოპროტექტორი გამოიყენეს. პირველია დიმეთილ სულფოქსიდი (DMSO), რომელიც უჯრედების სიღრმეში და არ აძლევს მათ შიგნით არსებულ სითხეებს გაყინვის საშუალებას. კრემის მეორე კომპონენტია, პოლივინილის სპირტივრცლად
ჰაკერებმა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი კრიპტოვალუტის ბირჟა გაქურდეს
ჰაკერებმა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი კრიპტოვალუტის ბირჟა Crypto.com გატეხეს და მომხმარებლების საიტებიდან ფული მოიპარეს. Crypto.com-ის ინფორმაციით, ჰაკერული თავდასხმის შედეგად ბირჟის 483 მომხმარებელი დაზარალდა. საერთო ჯამში ანგარიშებიდან, სხვადასხვა ვალუტაში, დაახლოებით 34 მილიონი დოლარი მოიპარეს. კერძოდ, თავდამსხმელებმა 15 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების Etherium-ის მონეტები მოიპარეს, ასევე 19 მილიონი დოლარის ოდენობის Bitcoin დავრცლად
ჩინეთში ცოცხლად დამარხული მეომრების აკლდამა აღმოაჩინეს
ჩინეთში, ქალაქ ანიანში გათხრების შედეგად, არქეოლოგებმა სამარხების კომპლექსი აღმოაჩინეს, სადაც მეომრები ცოცხლად იყვნენ დაკრძალული. არქეოლოგების თქმით, სამარხი 3000 წლის არის და ის მდიდარ კლანს ეკუთვნოდა. სამარხი ქალაქ ინის ნანგრევებს შორის აღმოაჩინეს, რომელიც ჩინეთის უძველესი დინასტიის, შანგის დედაქალაქი იყო. მათივე ინფორმაციით, ოჯახი ქვეყანას ჩვენს წელთაღრიცხვამდე 1600 წლიდან 1046 წლამდე მართავდა. სამარხშივრცლად
Xiaomi განახლებული მეხსიერების ბარათების გაყიდვას იწყებს
მიმდინარე თვიდან, კომპანია Xiaomi U-disk სერიის განახლებული მეხსიერების ბარათების გაყიდვას იწყებს. ახალი მეხსიერების ბარათი კომპაქტური დიზაინითა და სტაბილური მუშაობით გამოირჩევა. Xiaomi-ის ორმაგი ინტერფეისის მქონე მეხსიერების ბარათი UDP შეკუმშვის მოწინავე ტექნოლოგიას იყენებს. მეხსიერების ბარათს ზომაში შემცირების გარდა, გამოარჩევს ტენიანობისა და ჭუჭყისგან დაცულობა. ამასთან, მოწყობილობის კორპუსი დამზადებულია თუთიის შენადნობისგან, რაც ხელს უშლისვრცლად
WhatsApp-ის ახალ ვერსიაში ხატვის ხელსაწყოები გამოჩნდება
WhatsApp-ის ახალ, ბეტა ვერსიაში, რომელიც Android 2.22.3.5.-ის არის განკუთვნილი, ხატვის ხელსაწყოები გამოჩნდება. პორტალ WABetainfo-ს ცნობით, აპლიკაციაში ჩაშენებულ ფოტო რედაქტორის მეშვეობით, შესაძლებელი იქნება „ფანქრების“ გამოყენება, რომელიც დაგეხმარებათ ნახატებზე და ვიდეოებზე ახალი ფიგურების დამატებაში, ხაზის, ფერისა და ზომის შეცვლაში. ამასთან, განახლებული ვერსია, Telegram-ისა და Facebook-ის მსგავსად, ფოტოების ფრაგმენტული დაბინდვის და შეტყობინებებზე „რეაქციის“ვრცლად
აღმოაჩინეს “შავი ხვრელი”, რომელიც ვარსკვლავებს წარმოშობს
მეცნიერებმა, ტელესკოპ Hubble -ს მეშვეობით, კოსმოსში “შავი ხვრელი” აღმოაჩინეს, რომელიც ვარსკვლავებს წარმოშობს. აღნიშნული “შავი ხვრელი” ჩვენგან დაახლოებით 30 მილიონი სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს. ამასთან, ცნობილი გახდა, რომ ახალწარმოქმნილი ვარსკვლავები, “შავ ხვრელთან” ე.წ “ჭიპლარით” არიან დაკავშირებულები, რომელიც გაზისა და კოსმოსური მტვრისგან შედგება. მისი სიგრძე 500 სინათლის წელს შეადგენს. ცნობისთვის, მეცნიერებამ “შავივრცლად
პერუში უძველესი ადამიანის თავისქალა აღმოაჩინეს, რომელსაც ურთულესი ოპერაცია ჰქონდა გადატანილი
პერუში უძველესი ადამიანის თავისქალა აღმოაჩინეს, რომელსაც სიცოცხლეში ურთულესი თავის ოპერაცია ჰქონდა ჩატარებული. მეცნიერების ვარაუდით კაცმა თავის ტრავმა, ბრძოლის დროს მიიღო, რის გამოც მას ტრეპანაცია ჩაუტარეს და თავისქალაში არსებული ხვრელი მეტალის ჩანართით შეავსეს. მეცნიერების თქმით, თავისქალის გამოკვლევის შედეგად ცნობილი გახდა, რომ ის დაახლოებით 2000 წლის წინ ცხოვრობდა. ექსპონატი პირველად აშშ-ში, ოკლაჰომასვრცლად




















