აშშ-ში, რამდენიმე დღის წინ, მეცნიერებმა კიდევ ერთი ოპერაცია ჩაატარეს და ადამიანს, ღორის 2 თირკმელი ერთდროულად გადაუნერგეს. ოპერაცია წარმატებით დასრულდა. პაციენტი 57 წლის კაცი გახდა, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში კომაში იმყოფებოდა და მისი ტვინი უკვე მკვდარი იყო. ცნობისთვის, ეს ადამიანისთვის ღორის თირკმლების გადანერგვის პირველი შემთხვევა არ ყოფილა. საცდელი ექსპერიმენტი პირველად, 2021ვრცლად

ამერიკის შეერთებული შტატების სურსათისა და მედიკამენტების ხარისხის კონტროლის სააგენტომ (FDA) ადამიანის იმუნოდეფიციტური ვირუსის (HIV-ის) საწინააღმდეგო პირველი ხანგრძლივი მოქმედების საინექციო პრეპარატი “აპრეტუდი” დაამტკიცა. FDA-ს რეკომენდაციით, მედიკამენტის გამოყენება აივ-ით ინფიცირების რისკის ქვეშ მყოფი იმ მოზარდებისა და მოზრდილებისთვის არის დაშვებული, რომლებიც მინიმუმ 35 კილოგრამს იწონიან. საწყის ეტაპზე “აპრეტუდის” ორი დოზა ერთი თვის ინტერვალითვრცლად

ილონ მასკის კომპანია SpaceX-მა კოსმოსში კუნთოვანი უჯრედები, იგივე მიოციტები გაგზავნა. მისია ლივერპულის უნივერსიტეტის MicroAge-ის სახელწოდებით ცნობილი ექსპერიმენტის ფარგლებში ხორციელდება, რომლის მიზანიც იმის გარკვევაა, თუ რა ემართება ადამიანის კუნთებს ასაკის მატებასთან ერთად. კვლევის ნიმუშები დედამიწის გარშემო მოძრავ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე SpaceX-ის რაკეტა Falcon 9-ით ფლორიდის შტატში მდებარე კენედის სახელობის კოსმოდრომიდან 21ვრცლად

როგორც ჩანს, საჭესთან ყურადღებით ყოფნის აუცილებლობა მალე მოძველებულ ქცევად შემორჩება. Tesla-ს ავტომობილის მძღოლებს, მომავლის ავტომობილის მართვისას, გიგანტურ ეკრანზე თამაშების ჩართვის საშუალება ექნებათ. Tesla-ს გიგანტურ ეკრანზე თამაშების გაშვების შესახებ ინფორმაცია კი საინტერესოდ ჟღერს, თუმცა ამ ავტომობილის “ავტონომიური მართვის სისტემა” სრულად ავტონომიური ჯერ კიდევ არ არის და ექსპერტთა მოსაზრებით, ფუნქციის სახელს მომხმარებლებივრცლად

ელექტროსიგარეტის მომხმარებამ შესაძლოა, ერექციული დისფუნქციის რისკი თითქმის ორჯერ გაზარდოს. ახალი კვლევის თანახმად, ელექტროსიგარეტის მოწევისა და იმპოტენციის კავშირი არ არის დამოკიდებული ასაკზე, კარდიოვასკულარულ ჯანმრთელობასა და სხვა რისკფაქტორებზე. ტრადიციული სიგარეტის მოწევა ერექციულ დისფუნქციას იწვევს და ამის შესახებ გაფრთხილება შეფუთვაზეც მითითებულია, თუმცა ნათელი არ იყო, ასეთივე რისკის წინაშე აყენებდა თუ არა მამაკაცებს ელექტრონულივრცლად

მალე WhatsApp-ის მომხმარებლები შეძლებენ, “წყვილი ემოჯებისთვის” აირჩიონ კანის ფერის სხვადასხვა კომბინაციები. მაგალითად, ორი ადამიანისგან შემდგარ სიმბოლოში შესაძლებელია, ერთი იყოს ღია ფერის კანით, მეორე კი – მუქით წარმოდგენილი. ახალი ფუნქცია WhatsApp-ის ბეტა ვერსიაში Android-ისთვის უკვე ხელმისაწვდომია. ამ დროსითვის “წყვილი ემოჯებისთვის” კანის ფერის შეცვლის შემთხვევაში ორივეს კანი იცვლება.ვრცლად

ამოუცნობი მფრინავი ობიექტების ამოსაცნობად კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა. კერძოდ, ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის დავალებით შეიქმნება ახალი სპეც-დანაყოფი – Airborne Object Identification and Management Synchronization Group (AOIMSG), რომლის მიზანიც ამერიკის საჰაერო სივრცეში ამოუცნობი მფრინავი ობიექტების პოვნა და მათი იდენტიფიცირება იქნება. საგულისხმოა, რომ 2021წლის პირველ ნახევარში აშშ-ის სადაზვერვო სამსახურმა დაადასტურა, რომ ქვეყნისვრცლად

FORBES-ის მილიარდერთა სიის სათავეებში მყოფი ილონ მასკი აცხადებს, რომ მზად არის მისი ფინანსური რესურსის ნაწილი დახარჯოს იმაზე, რომ კაცობრიობა შიმშილისგან იხსნას.  Tesla-სა და SpaceX-ის დამფუძვნებლისა და მმართველის თქმით, თუ WFP (World Food Programme) შეძლებს აუხსნას, როგორ შეიძლება 6 მილიარდი დოლარით შიმშილობის პრობლემა გადაიჭრას, ის მზად არის რომ ახლავე გაყიდოს Tesla-ს აქციები და მოაგვაროსვრცლად

თუ ფიქრობთ, რომ ტექნოლოგიური განვითარების პიკში, არის შანსი რობოტი გამოგეკიდოთ, გაითვალისწინეთ, რომ მხოლოდ თქვენი მარდი ფეხების იმედად ვერ იქნებით. კომპანია Caltech-მა ახალი რობოტი დრონი შექმნა, რომელსაც სიარულიც შეუძლია და ფრენაც. მისი სახელია LEONARDO (LEgs ONboARD drone) და ის ნახევრად ჰუმანოიდია, ნახევრად კი დრონი. ის იმდენად “გაწონასწორებულია”, რომ სიარული არა მხოლოდ ჩვეულებრივვრცლად

გერმანიაში გაიხსნა ქარხანა, რომელიც თვითმფრინავისთვის საწვავს აწარმოებს. ამ ამბავში განსაკუთრებული არაფერი იქნებოდა, რომ არა მეთოდი, თუ როგორ აპირებს ქარხანა საწვავის წარმოებას, ის ამისთვის წყლის, ნახშირორჟანგისა და ელექტროენერგიის კომბინაციას გამოიყენებს. აღნიშნული ქარხანა მთავრობის სტრატეგიის ნაწილია, რომლითაც ცდილობენ შეამცირონ სათბურის გაზების ემისია და საავიაციო ინდუსტრია ეკოლოგიურად უფრო სუფთა გახდეს. აღნიშნულ ობიექტში სინთეზური საწვავივრცლად