თანამედროვე სამყაროში, ხელოვნური ინტელექტის როლი სულ უფრო იზრდება. ამჯერად, შარდის ანალიზით, ხელოვნური ინტელექტს კიბოს დიაგნოზის დასმა შეუძლია. კორეის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ინსტიტუტის (KIST) მკვლევრების მიერ შექმნილ ალგორითმს, ამისთვის მხოლოდ 20 წუთი სჭირდება. შარდის 76 ნიმუშზე მუშაობისას ალგორითმმა თითქმის 100%-იანი სიზუსტე აჩვენა. საქმე იმაშია, რომ შარდში არის გარკვეული რაოდენობის “კიბოს ფაქტორები”.ვრცლად

Henry Ford Heart and Vascular Institute-ის თანამშრომლები აღნიშნავდნენ, რომ იპოვეს მტკიცებულება iPhone 12-ის დამაბრკოლებელი მოქმედების შესახებ ისეთ სამედიცინო მოწყობილობაზე, როგორიცაა იმპლანტირებადი კარდიოვერტერი დეფიბრილატორი (ICD). მკვლევრებმა აღნიშნეს, რომ დამუხტვის თავისებურებებიდან გამომდინარე, iPhone 12-ს, უკანა მხარეს აქვს მაგნიტი, რათა MagSafe-თან, ანუ დამმუხტველთან კავშირის დამყარება შეძლოს. ხოლო როცა MagSafe-ის რომელიმე აქსესუარი პაციენტის გულთანვრცლად

ილონ მასკმა ნახშირორჟანგის შეგროვების საუკეთესო ტექნოლოგიის შემუშავებისთვის 100 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ჯილდო დააწესა. ამის შესახებ SpaceX-ის და Tesla-ს დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა twitter-ზე დაწერა. პლანეტის უმდიდრესი ადამიანის სათავეში მოხვედრილი თანამედროვე იდეების დიდი თაყვანისმცემლის (ასევე განმხორციელებლის) თქმით, დამატებითი დეტალების შესახებ ინფორმაცია მომდევნო კვირაში გახდება ცნობილი. კლიმატის ცვილლების თემაზე მომუშავე მეცნიერებივრცლად

​ჰელსინკიში მდებარე ფინეთის მეტეოროლოგიურ ინსტიტუტში მომუშავე მეცნიერი, პეკა იანჰუნენი ასტეროიდული ტიპის ჯუჯა პლანეტა ცერერას ორბიტის გარშემო ადამიანების მუდმივ საცხოვრებლად განკუთვნილი ხელოვნური თანამგზავრების სისტემის მშენებლობის შესაძლებლობას განიხილავს. მისი ნაშრომი სამეცნიერო პორტალზე arXiv გამოქვეყნდა. პეკა იანჰუნენის განცხადებით, ჩვენს მზის სისტემაში მდებარე ცერერას გარშემო თანამგზავრების სისტემის ასაგებად თავად ამ ციური სხეულის ზედაპირზე მოპოვებულივრცლად

საფრანგეთში, პარიზის ობსერვატორიასა და ორლეანის უნივერსიტეტში მომუშავე ასტრონომებმა ამერიკელ, ბრიტანელ და სამხრეთაფრიკელ კოლეგებთან ერთად ჩრდილოეთის ცაზე არსებული მენახირის თანავარსკვლავედიდან მომავალი რადიოსიგნალი დააფიქსირეს, რომლის წყაროც, შესაძლოა, ეგზოპლანეტა იყოს. აღნიშნულის დამტკიცების შემთხვევაში, ეს პირველი ასეთი პრეცედენტი იქნება. Astronomy & Astrophysics-ში გამოქვეყნებული ნაშრომის ავტორებმა სიგნალი ჰოლანდიაში მდებარე რადიოტელესკოპთა ქსელის LOFAR მეშვეობით აღმოაჩინეს. მათივრცლად

ისრაელში, თელ ავივის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებმა, ამერიკელ კოლეგებთან ერთად, გენის კორექტირების ინოვაციური ტექნოლოგიის მეშვეობით თაგვების ორგანიზმში კიბოს უჯრედები გაანადგურეს. ნაშრომი გამოცემაში Science Advances გამოქვეყნდა. შემუშავებული მეთოდი გენეტიკური მანიპულაციის საშუალებას იძლევა, რომლის მიზანიც დაავადებული უჯრედების მოსპობაა. ამისთვის სხეულში რიბონუკლეინის მჟავისა და ცხიმისებრი ნივთიერებების, ლიპიდების ნანონაწილაკების შეყვანაა საჭირო, რომელიც Cas9-ის სახელით ცნობილი ფერმენტების წარმოქმნასვრცლად

ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნულმა სააგენტომ (NASA) სამხრეთაფრიკული წარმოშობის მილიარდერის, ილონ მასკის კომპანიას SpaceX საერთაშორისო კოსმოსური სადგურის მიმართულებით რეგულარული ფრენის უფლება მიანიჭა. ამიერიდან ამერიკელი ასტრონავტების დედამიწის ორბიტაზე განლაგებულ მოდულამდე მიყვანასა და უკან დაბრუნებას სწორედ ზემოხსენებული მწარმოებლის მიერ დამზადებული რაკეტა Falcon 9 და კაფსულა Crew Dragon უზრუნველყოფს.ვრცლად

ავსტრალიაში მდებარე მელბურნის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებმა, ბრიტანელ და ამერიკელ კოლეგებთან ერთად, ადამიანის ტვინის კომპიუტერთან დაკავშირების ინოვაციურ მეთოდს მიაკვლიეს, რომელიც ნეიროდეგენერაციული დაავადების მქონე ორ პაციენტზე უკვე წარმატებით გამოცადეს. მკვლევართა ნაშრომი გამოცემაში Journal of NeuroInterventional Surgery გამოქვეყნდა. ავსტრალიელი სპეციალისტების მიერ შექმნილი მოწყობილობა, რომელიც სტენტროდის სახელითაა ცნობილი, ელექტროდების წყებას წარმოადგენს. მისი ადამიანის ორგანიზმშივრცლად

კომპანიების Pfizer და BioNTech კანდიდატი ვაქცინა, რომელიც COVID-19-ის წინააღმდეგ შეიქმნა, კლინიკური ცდების მესამე ეტაპზე დიდი ეფექტურობა აჩვენა. ამის შესახებ განცხადებას კომპანია Pfizer ავრცელებს. მეცნიერების თქმით, კვლევების 43 538 მონაწილეს შორის ინფიცირების 94 შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის მათ შორის, ვინც ვაქცინა გაიკეთა და პლაცებო მიიღო.  ამგვარად მეორე დოზის შეყვანიდან მე-7 დღესვრცლად