ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო ტელევიზიამ, კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტის Hwaseong-15 ICBM-ის გაშვების კადრები აჩვენა. რაკეტამ, 67 წუთში 900 კმ (560 მილი) გაიფრინა და იაპონიის ზღვაში დაეშვა. ფხენიანის განცხადებით, ჩატარებულმა ტესტებმა აჩვენა, რომ რაკეტას მტრული ძალებისთვის წინააღმდეგობის გაწევა შეუძლია, როგორიცაა აშშ და სამხრეთ კორეა. ცნობისთვის, მომავალ თვეში აშშ-ისა და სამხრეთ კორეის ერთობლივი წვრთნებივრცლად

Twitter-ი ორფაქტორიანი ტექსტური შეტყობინებით ავტორიზაციის (2FA) მეთოდს რიგითი მომხმარებლებისთვის აუქმებს და ის ფასიანი გახდება. სისტემაში შესული პირის ვინაობის ორმაგი შემოწმებით, პროგრამა მომხმარებლებს საშუალებას აძლევს პაროლების გარდა , უსაფრთხოების დამატებითი ფენა შექმნან. მაგრამ, გასულ შაბათს, Twitter-ის მხარდაჭერის ანგარიშმა ინფორმაცია გაავრცელა, რომ 20 მარტიდან, ტექსტური შეტყობინებების ავტორიზაციის მეთოდის გამოყენება, მხოლოდ Twitter Blueვრცლად

მეცნიერული კვლევით დადასტურდა, რომ სამზარეულოს ყველაზე ცნობილი ატრიბუტი, გაზქურა ჯანმრთელობისთვის საზიანოა. როგორც კვლევები აჩვენებს, გაზქურის მუშაობის დროს, გამოყოფილი ნივთიერებები, სასუნთქი გზების დაზიანებას იწვევს. გაზქურა განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისა და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებისთვის. საყოფაცხოვრებო გაზი, რომელიც გაზქურას მიეწოდება, არის მეთანი. როდესაც ის იწვის, გარემოში გამოიყოფა მრავალი მავნე ნივთიერება, რომელიც აღიზიანებს ფილტვებს.ვრცლად

აშშ-ში ოჰაიოს შტატში, Norfolk Southern-ის კუთვნილი მატარებელი, რომელსაც საშიში ქიმიური ნივთიერებები გადაჰქონდა, რელსებიდან გადავიდა და აფეთქდა, რამაც ხანძარი და ეკოლოგიური კატასტროფა გამოიწვია. მატარებლის 150 ვაგონიდან, 10-ზე მეტში ვინილის ქლორიდი იყო მოთავსებული, ეს არის უფერო გაზი, რომელიც პლასტმასის, ვინილის და PVC პროდუქტების დასამზადებლად გამოიყენება. ხანძრის შემთხვევაში, ვინილის ქლორიდი იშლება და იქცევავრცლად

კომპანია SpaceX Starlink-ის მომლოდინეთა სიაში მყოფ მომხმარებლებს, “გლობალური როუმინგის” მომსახურებას სთავაზობს. მომსახურების თვიური საფასური 200 აშშ დოლარი იქნება და მომხმარებლებს პლანეტის ნებისმიერ წერტილში ინტერნეტზე წვდომის შესაძლებლობას მისცემს. როგორც The Verge აღნიშნავს, გაურკვეველია, როგორ შეასრულებს SpaceX დაპირებას, რომ უზრუნველყოს ინტერნეტი პრაქტიკულად ნებისმიერი ადგილიდან. მიუხედავად კომპანიის თანამგზავრების რაოდენობისა, ის ჯერ კიდევ ელოდებავრცლად

სანქციების დაწესების შემდეგ, რუსეთმა საავტომობილო სფეროში ხმამაღალი განაცხადი გააკეთა და საკუთარი წარმოების ავტომობილებს ახალი სული ჩაჰბერა. ხმამაღლა შეიძლება ითქვას, რომ მათ სრულიად უნიკალური მანქანა , “ლადა გრანდე კლასიკი” შექმნეს. მანქანის ღირებულება 13-დან 17 ათასი დოლარის ფარგლებში მერყეობს. თუ 2022 წელს ავტომობილის მწარმოებელი კომპანიები ელექტრომობილებით, პროგრესული და ინოვაციური ფლაგმანებით იწონებდნენ თავს,ვრცლად

კომპანია Tesla, ავტოპილოტის პროგრამულ მომსახურებაში არსებული ხარვეზის გამო, 363 000 მანქანას უკან გამოიწვევს. აღნიშნული გადაწყვეტილება კომპანიამ მას შემდეგ მიიღო, რაც აშშ-ის უსაფრთხოების სამსახურმა აღშფოთება გამოხატა იმაზე, რომ ავტოპილოტი საშუალებას იძლევა დაირღვეს სიჩქარის ლიმიტი ან ავტომობილმა გზაჯვარედინი უსაფრთხოების ნორმების დარღვევით გადაკვეთოს. აშშ-ის მთავრობაში შეტანილი დოკუმენტის თანახმად, ტექნიკური ხარვეზის საფუძველზე, უკან გაწვევავრცლად

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრებმა ლაშა ბექაურმა და ლუკა მაისურაძემ ტაშკენტში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. ლაშა ბექაურმა იაპონელი, ბრაზილიელი და კუბელი სპორტსმენები დაამარცხა, ნახევარფინალში კი მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი უზბეკ ძიუდოისტთან აკრძალული ილეთის გამო მოხსნეს. ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში 22 წლის ბექაურმა ესპანეთის სახელით მოასპარეზე ტრისტან მოსახლიშვილს აჯობა. ლუკა მაისურაძემ ბრინჯაოსვრცლად

ესპანეთის კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონია. ევრობასკეტის ფინალში, რომელიც ბერლინში გაიმართა ესპანეთმა საფრანგეთის ეროვნული გუნდი 88-76 დაამარცხა და პრესტიჟული ტიტული ისტორიაში მეოთხედ მოიპოვა. ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო ხუანჩო ერნანგომესი, რომელმაც საკუთარ გუნდს 27 ქულა და 5 მოხსნა შესძინა. ევრობასკეტის საუკეთესო მოთამაშედ კი ესპანეთის ნაკრების ლიდერი ვილი ერნანგომესი დასახელდა. ფინალისვრცლად

სამხრეთ კორეული ავტომწარმოებელი კომპანიები, Hyindai და Kia ნახევარ მილიონამდე ავტომობილს უკან გაიწვევს. კომპანიები მომხმარებლებს აფრთხილებენ, რომ სანამ ავტომობილების შეკეთება მოხდება, ისინი სახლიდან შორს გააჩერონ, რადგან აფეთქების დიდი ალბათობა არსებობს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს. ოფიციალური განცხადებების თანახმად, კომპანიები უკან გაიწვევენ რამდენიმე მოდელის ავტომობილებს: 2014-2016 წლების Kia Sportage-ს, 2016-2018 წლის Kiaვრცლად