ევროპულმა კოსმოსურმა სააგენტომ, (ESA) ჰაბლის ტელესკოპის საშუალებით, განადგურების პირას მისული გალაქტიკის ფოტო გადაიღო.  გალაქტიკები, როგორც წესი, სპირალის ფორმისაა და თითქოს კიდურები აქვთ, თუმცა ფოტოზე დაფიქსირებულ NGC 1947-ს თითქმის სრულად აქვს დაკარგული გაზები და კოსმოსური მტვერი. სურათზე შესაძლებელია სპირალის მაგვარი მკრთალი კვალის დანახვა, თუმცა გალაქტიკას ახალი ვარსკვლავების ფორმირების შესაძლებლობა დაკარგული აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ მალევრცლად

მეცნიერებს დედამიწაზე არსებული 6,7 მილიონი სახეობის დნმ-ის ნიმუშების ყოველი შემთხვევისთვის მთვარეზე შენახვის იდეა აქვთ.  იდეის ავტორები თვლიან, რომ დედამიწა არც თუ ისე უსაფრთხო ადგილია და აპოკალიპტური სცენარის განვითარების შემთხვევაში კაცობრიობას ხელახლა გასამრავლებლად  გეგმა სჭირდება. გეგმის შესახებ მათ The international IEEE Aerospace-ის კონფერენციაზე განაცხადეს, რომელიც წელს ონლაინ ფორმატში ჩატარდა.  ისინი ფიქრობენ, რომ მთვარეზე, ვულკანურ კრატერებში აშენებულივრცლად

კალიფორნიის შტატში დაფუძნებული კომპანია Orbital Assembly Corporation კოსმოსში პირველ სასტუმროს განათავსებს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “მოგზაური სადგურის” სახელით ცნობილი კონსტრუქციის მშენებლობა დედამიწის ორბიტაზე 2025 წლიდან დაიწყება, მისი დასრულება კი 2027 წლისთვის არის დაგეგმილი. კოსმოსურ სასტუმროს ბორბლის ფორმა ექნება. ის საკუთარი ღერძის გარშემო იტრიალებს, რის შედეგადაც ხელოვნური გრავიტაციის წარმოქმნას შეძლებს, რომელიც მთვარისვრცლად

უახლოეს მომავალში პირველი ხელოვანი ჰუმანოიდი რობოტის, Ai-Da-ს მიერ შექმნილი ავტოპორტრეტების სერიების გამოფენა მოეწყობა. როგორც ცნობილია, მის მიერ შესრულებული ნამუშევრების დათვალიერებას მსურველები ლონდონში მდებარე დიზაინის მუზეუმში მიმდინარე წლის მაისიდან ივნისამდე პერიოდში შეძლებენ, თუმცა არ გამორიცხავენ, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებულმა შეზღუდვებმა აღნიშნული ვადების გადაწევა განაპირობოს. ადამიანის მსგავსი რობოტი Ai-Da თავის გარშემოვრცლად

Xiaomi-ს მოცემული მომენტისთვის სმარტფონების ბაზრის 13,1% უჭირავს, რაც იმას ნიშნავს, რომ ახლა Xiaomi-ს სმარტფონს უფრო მეტი ადამიანი ყიდულობს, ვიდრე Apple-ის. ამიტომაც, გაჯეტებით გაჯერებულ სამყაროში, ის ერთ-ერთი რიგითი ბრენდიდან უკვე თვალშისაცემ მოთამაშედ იქცა. შაომი თამამი ექსპერიმენტებისგან თავს არ იკავებდა, რადგან მათ დასაკარგი იმაზე ცოტა აქვთ, ვიდრე სამსუნგს და ეფლს. ამჯერად შაომიმვრცლად

ნიდერლანდების ქალაქ ნეიმეგენში მდებარე რედბონდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჭკვიანი მატერია შექმნეს, რომელსაც ინფორმაციის შენახვა და დამუშავება ადამიანის ტვინის მსგავსად შეუძლია. შემქმნელთა განცხადებით, მათი მიღწევა “კვანტური ტვინის”, ანუ მაღალგანვითარებული კომპიუტერული ტექნოლოგიის შემუშავებაში დიდ წვლილს შეიტანს, რომლის შემადგენელი კომპონენტებიც ისე იფუნქციონირებენ, როგორც ნეირონები და მათი დამაკავშირებელი სინაფსები.  დღეს არსებული სისტემით, ხელოვნური ინტელექტი ახალი ინფორმაციის დამახსოვრებასა და მისი ძველისგანვრცლად

როტერდამის საერთაშორისო კინოფესტივალზე აჩვენებენ დეა კულუმბეგაშვილის ფილმს “დასაწყისი”. ფილმი წარმოდგენილია სექციაში Limelight, რომელიც გამორჩეულ, საერთაშორისო ჯილდოების მფლობელ ფილმებს აერთიანებს. “დასაწყისის” ჩვენება შედგება 4 თებერვალს და იგი ონლაინ ხელმისაწვდომი იქნება 72 საათის მანძილზე. “დასაწყისი” დეა კულუმბეგაშვილის სადებიუტი სრულმეტრაჟიანი ნამუშევარია. ფილმი 2020 წელს კანის საერთაშორისო კინოფესტივალის ოფიციალურ სელექციაში შეირჩა. კორონავირუსის პანდემიის გამო, კინოფესტივალი არ ჩატარდა ტრადიციულივრცლად

2000-იანი წლების სუპერვარსკვლავი, ამერიკელი მომღერალი, აშანთი მსმენელს ხანგრძლივი შემოქმედებითი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა. მომღერალმა ოფიციალურ Youtube არხზე, ახალი კომპოზიცია “2:35 (I Want You)” და მასზე გადაღებული ვიდეორგოლი გამოაქვეყნა. Ashanti Shequoiya Douglas-მა მუსიკალური მოღვაწეობა 1997 წელს დაიწყო. 2002 წელს აშანთი გახდა პირველი ქალი მომღერალი, რომელიც Billboard Hot 100-ში ერთდროულად დაიკავა პირველი დავრცლად

ჩინეთის ერთ-ერთ ქალაქში ახალი სერვისი დაინერგა, რომლის საშუალებითაც, ძაღლის დაკარგვის შემთხვევაში, მფლობელებს მათი ოთხფეხა მეგობრის პოვნა ცხვირის ანაბეჭდით შეეძლებათ. შინაური ცხოველის იდენტიფიკაციისთვის საკმარისია სპეციალური აპლიკაციის გადმოწერა, ძაღლის ცხვირის ფოკუსირებული ფოტოს გადაღება და მისი ციფრული პირადობის მოწმობის მიღება. ამრიგად, ოთხფეხა მეგობრის შესახებ დეტალური ინფორმაცია, პოლიციის მონაცემთა ბაზაში აისახება და სამართალდამცველებს მისივრცლად