მეცნიერებმა, ტელესკოპ Hubble -ს მეშვეობით, კოსმოსში “შავი ხვრელი” აღმოაჩინეს, რომელიც ვარსკვლავებს წარმოშობს. აღნიშნული “შავი ხვრელი” ჩვენგან დაახლოებით 30 მილიონი სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს. ამასთან, ცნობილი გახდა, რომ ახალწარმოქმნილი ვარსკვლავები, “შავ ხვრელთან” ე.წ “ჭიპლარით” არიან დაკავშირებულები, რომელიც გაზისა და კოსმოსური მტვრისგან შედგება. მისი სიგრძე 500 სინათლის წელს შეადგენს. ცნობისთვის, მეცნიერებამ “შავივრცლად

ილონ მასკის კომპანია SpaceX-მა კოსმოსში კუნთოვანი უჯრედები, იგივე მიოციტები გაგზავნა. მისია ლივერპულის უნივერსიტეტის MicroAge-ის სახელწოდებით ცნობილი ექსპერიმენტის ფარგლებში ხორციელდება, რომლის მიზანიც იმის გარკვევაა, თუ რა ემართება ადამიანის კუნთებს ასაკის მატებასთან ერთად. კვლევის ნიმუშები დედამიწის გარშემო მოძრავ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე SpaceX-ის რაკეტა Falcon 9-ით ფლორიდის შტატში მდებარე კენედის სახელობის კოსმოდრომიდან 21ვრცლად

ამოუცნობი მფრინავი ობიექტების ამოსაცნობად კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა. კერძოდ, ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის დავალებით შეიქმნება ახალი სპეც-დანაყოფი – Airborne Object Identification and Management Synchronization Group (AOIMSG), რომლის მიზანიც ამერიკის საჰაერო სივრცეში ამოუცნობი მფრინავი ობიექტების პოვნა და მათი იდენტიფიცირება იქნება. საგულისხმოა, რომ 2021წლის პირველ ნახევარში აშშ-ის სადაზვერვო სამსახურმა დაადასტურა, რომ ქვეყნისვრცლად

ჯეფ ბეზოსის კოსმოსური ფრენა Blue Origin-ის მიერ შექმნილი რაკეტა New Shepard-ით წარმატებით განხორციელდა. ჯეფ ბე­ზო­სის გარ­და, ხო­მალ­დის ბორტზე იმყოფებოდა მისი ძმა – მარ­კი, რო­მე­ლიც ავი­ა­კოს­მო­სუ­რი ინ­დუსტრი­ის ვე­ტე­რა­ნია, აგ­რეთ­ვე კოს­მო­სუ­რი ფრე­ნე­ბის პირ­ვე­ლი ქალი – ინ­სტრუქ­ტო­რი, 82 წლის უოლი ფან­კი და 18 წლის ჰო­ლან­დი­ე­ლი სტუ­დენ­ტი ოლი­ვიე დე­ი­მე­ნი. მათი ვოიაჟის უსაფრთხოდ დასრულების გარდა,ვრცლად

ჯეფ ბეზოსის კომპანიამ Blue Origin ამერიკის შეერთებული შტატების ავიაციის ფედერალური ადმინისტრაციისგან (FAA) პირველი სუბორბიტული ეკიპაჟიანი მისიის განხორციელებისთვის საჭირო ნებართვა მიიღო. გავრცელებული ინფორმაციით, New Shepard-ის ფრენა მიმდინარე წლის 20 ივლისს შესრულდება. Blue Origin-ის პირველ ეკიპაჟიან მისიის ეკიპაჟის შემადგენლობაში კომპანიის დამფუძნებელი, ჯეფ ბეზოსი და მისი ძმა, მარკ ბეზოსიც მიიღებენ.ვრცლად

საკუთარი კომპანიის Blue Origin-ის მიერ შექმნილი ხომალდით ჯეფ ბეზოსი დედამიწის ატმოსფეროს დატოვებს. მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა საკუთარი რაკეტით მოგზაურობის შესახებ გადაწყვეტილება Instagram-ის გვერდზე გამოაქვეყნა. როგორც ცნობილია ხომალდი New Shepard პირველ სუბორბიტულ მისიას ეკიპაჟით, მიმდინარე წლის 20 ივლისს განახორციელებს. “ხუთი წლიდან ვოცნებობ კოსმოსში მოგზაურობაზე. 20 ივლისს ჩემს ძმასთან ერთად გავფრინდები. ეს ჩემსვრცლად

ფოტოგრაფი ჯონ კრაუსი Twitter-ზე SpaceX-ის მრავალჯერადი გამოყენების რაკეტის, Falcon 9-ის  ფოტოებს აქვეყნებს.  პირველ სურათში, რომელიც 2019 წლის მარტშია გადაღებული, რაკეტა ჯერ კიდევ თეთრია და ახალივით გამოიყურება.  მეორე სურათი კი 2021 წლის მაისშია გადაღებული. ამ დროისთვის Falcon 9-ს უკვე შესრულებული აქვს რეკორდული რაოდენობის მისია. ის კოსმოსში 10-ჯერ არის გაუშვეს.  ვრცლად

Twitter-ზე კანადელი ასტრონავტი ვიდეოს აქვეყნებს, სადაც კომპანია SpaceX-ის რაკეტის Falcon 9-ის ფრენაა ასახული. ვიდეოში ჩანს, რომ Falcon 9 ღამის ცაზე საოცარ სანახაობას ქმნის. რაკეტის ფრენის შედეგად დატოვებულ კვალს “ბინდის ფენომენი” ეწოდება.ვრცლად

2024 წელს, საერთაშორისო კოსმოსური სადგური ფუნქციონირებას შეაჩერებს, მიზეზი ექსპლუატაციის ვადის გასვლაა. 2025 წლიდან მისიებს დაასრულებს რუსეთიც. ამის შესახებ ინფორმაციას RT ავრცელებს. “2025 წლიდან რუსეთი ISS-დან მისიებს გამოიხმობს და ის ამის შესახებ პარტნიორ ქვეყნებს გააფრთხილებს”, – აცხადებს ვიცე-პრემიერი იური ბორისოვი. მისი თქმით, სამომავლო თანამშრომლობასთან დაკაშირებით, რუსეთი პარტნიორ ქვეყნებთან მოლაპარაკებებს განაგრძობს. ვრცლად

საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ორი ირლანდიელი სკოლის მოსწავლე გოგონას კომპიუტერული ექსპერიმენტი გაიგზავნა. ინფორმაციას ამის შესახებ breakingnews ავრცელებს. 17 წლის გოგონები პირველი ირლანდიელები არიან, რომლებმაც შეძლეს მათი პროექტის საერთო კოსმოსურ სადგურზე გაშვება. აღნიშნული ილონ მასკის კომპანიის, SpaceX-ის მესამე პილოტირებული მისიის ფარგლებში გახდა შესაძლებელი. გოგონები, ნიამ სტეინსი და კიტი ჯოისი კომპიუტერულ მეცნიერებებს მეხუთე წელია სწავლობენ დუბლინში. მათივრცლად