პრინცესა დიანას წითელი სვიტერი, რომელზეც ცხვრები იყო გამოსახული რეკორდულ ფასად – 1.4 მილიონ დოლარად გაიყიდა. ამის შესახებ BBC იუწყება. სვიტერი ნიუ-იორკში Sotheby’s-ს აუქციონზე გაიყიდა. ნივთის საწყისი ფასი, 50 000-დან 80 000 დოლარამდე მერყეობდა, თუმცა ბოლო წუთებში რეკორდულ ფასად გაიყიდა. აუქციონის ადმინისტრაციას გამარჯვებულის ვინაობა არ დაუსახელებია. პრინცესა დიანას წითელი სვიტერი, აუქციონზევრცლად

ნოემბერში, აუქციონზე, პაბლო პიკასოს ნახატი “ფემა-ლა-მონტრე” გაიყიდება. პორტრეტზე, პიკასოს ახალგაზრდა საყვარელი, მარი-ტერეზა ვალტერია გამოსახული. ნახატი 1932 წელსაა შესრულებული, როდესაც მხატვარი ჯერ კიდევ მოცეკვავე ოლგა ხოკლოვაზე იყო დაქორწინებული. აუქციონის სახლი იმედოვნებს, რომ ნამუშევარი 120 მილიონ დოლარზე მეტად გაიყიდება.ვრცლად

“ბიტლზის“ სოლისტის ჯონ ლენონის დაკარგული Patek Philippe-ის საათი იპოვეს. მისი ღირებულება 4.5 მილიონი დოლარია. 1980 წელს, ჯონ ლენონის მკვლელობამდე, იოკო ონომ მუსიკოსს, 40 წლის იუბილეზე, Patek Philippe-ის საათი აჩუქა. მრავალი წლის განმავლობაში, საათი დაკარგულად ითვლებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, საათი აქსესუარი ჟენევაში იპოვეს. Bloomberg-ის ცნობით, საათი იტალიელმა კოლექციონერმა გერმანული აუქციონის სახლისგან შეიძინა.ვრცლად

რუსული ავიალაინერი, რომლის ბორტზეც 170 მგზავრი იმყოფებოდა აეროპორტის ნაცვლად, სოფლის მინდორში დაეშვა. ავარიული დაშვების მიზეზად, ჰიდრავლიკის მწყობრიდან გამოსვლა დასახელდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა ურალის ავიახაზების თვითმფრინავი Airbus A320, ციმბირის ოლქში ტყესთან არის გაჭედილი. როგორც კომპანიაში აცხადებენ, პილოტმა დაშვების ადგილად ღია მინდორი მას შემდეგ აირჩია, რაც ომსკთან თვითმფრინავის ჰიდრავლიკა მწყობრიდანვრცლად

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაცხვში არქეოლოგები მუშაობენ. გათხრების წარმოება განპირობებულია ადგილობრივი მოსახლეობის მიერ მიწის სამუშაოების დროს, სხვადასხვა პერიოდის არტეფაქტების შემთხვევითი აღმოჩენებით. სპეციალისტების მიერ ამ მიდამოებში გამოვლენილია გვიან ბრინჯაო – ადრე რკინის ხანის არქეოლოგიური ობიექტი, რომელიც სპეციალურ სამეცნიერო ლიტერატურაში ,,ცაიშის სამაროვნის“ სახელით არის ცნობილი. კვლევის ფარგლებში, საინტერესო არტეფაქტებთან ერთად გამოვლინდა მასშტაბური არქიტექტურულივრცლად

სამხრეთ ჩინეთში, ტაიფუნ “ჰაიკუის” მიერ გამოწვეული წყალდიდობის დროს, ფერმიდან ათობით ნიანგი გაიქცა – ამის შესახებ ჩინეთის ხელისუფლება იუწყება. ნიანგების ფერმიდან დაახლოებით 75 რეპტილია გაიქცა, როდესაც გუანდონგის პროვინციაში, მაომინგის ტბა ნაპირებიდან გადმოვიდა. უსაფრთხოების მიზნით, სპეციალურმა სამსახურებმა რეპტილიების ნაწილი დახოცეს. ჩინეთის სახელმწიფო მედია იტყობინება, რომ ამ დროისათვის, რვა ნიანგია დაჭერილი, ათეულობით მათგანივრცლად

არკანზასის შტატში, 7 წლის ბავშვმა 2,95 კარატიანი ბრილიანტი იპოვა. ბავშვი ბრილიანტების სახელმწიფო პარკში დაბადების დღეს აღნიშნავდა, როცა მოყავისფრო ძვირფას ქვას გადააწყდა. პარკის ზედამხედველის თქმით, აღმოჩენილი ქვა ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ბრილიანტია, რაც ბოლო წლებში უნახავს. მისივე თქმით, პარკის სტუმრების მიერ აღმოჩენილ ბრილიანტებს შორის, ეს სიდიდით მეორეა და მხოლოდ 3,29 კარატიან ბრილიანტსვრცლად

ჰავაის კუნძულზე ვულკანი კილაუეა ამოიფრქვა. გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს განცხადებით, ლავა დასახლებულ პუნქტებს საფრთხეს არ უქმნის, თუმცა ვულკანურმა აირებმა, შესაძლოა მოქალაქეებს სუნთქვის პრობლემები შეუქმნას. კილაუეა, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვულკანია. ის მიმდინარე წლის იანვარსა და ივნისშიც ამოიფრქვა.ვრცლად

11 სექტემბრის ტრაგედიიდან 22 წელი გავიდა. 2001 წელს, ტერორისტული დაჯგუფების, “ალ-ქაიდას” 19-მა წევრმა ამერიკის შეერთებულ შტატებში 4 სამგზავრო თვითმფრინავი გაიტაცა. ტერორისტებმა ამერიკის ტერიტორიაზე ტერაქტების სერია განახორციელეს. ორი ავიალაინერი ნიუ-იორკის სავაჭრო ცენტრის ტყუპ ცათამბჯენებს შეეჯახა. მესამე ლაინერი კი პენტაგონის დასავლეთ ფასადს დაეჯახა. მეოთხე თვითმფრინავში, მგზავრებმა ტერორისტებს წინააღმდეგობა გაუწიეს და ლაინერი პენსილვანიისვრცლად

გუშინ, გრემის ამერიკული მუსიკალური დაჯილდოების რიგით 64-ე ცერემონიაზე, საზოგადოებას უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიმართა: “რას ჰგავს მუსიკა ყველაზე ნაკლებად?! დანგრეული ქალაქების სიჩუმეს და მოკლული ხალხის დუმილს. ჩვენი ბავშვები ვარსკვლავების ნაცვლად, ციდან ჩამოყრილ ბომბებს ხატავენ, გვყავს ომის შედეგად ასობით დაღუპული და დაშავებული ბავშვი, რომელთა ნახატებსაც ვეღარასდროს ვნახავთ. უკრაინელი მშობლები, თავშესაფრებში მხოლოდვრცლად