ჯეფ ბეზოსის კომპანიამ Blue Origin ამერიკის შეერთებული შტატების ავიაციის ფედერალური ადმინისტრაციისგან (FAA) პირველი სუბორბიტული ეკიპაჟიანი მისიის განხორციელებისთვის საჭირო ნებართვა მიიღო. გავრცელებული ინფორმაციით, New Shepard-ის ფრენა მიმდინარე წლის 20 ივლისს შესრულდება. Blue Origin-ის პირველ ეკიპაჟიან მისიის ეკიპაჟის შემადგენლობაში კომპანიის დამფუძნებელი, ჯეფ ბეზოსი და მისი ძმა, მარკ ბეზოსიც მიიღებენ.ვრცლად

აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ხარისხის კონტროლის სააგენტომ (FDA) დანიური ფარმაცევტული კომპანია Novo Nordisk-ის მიერ შექმნილი პრეპარატი Wegovy წონის დასაკლებად დასაშვებად ცნო. ბოლო წლების განმავლობაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც FDA-მ ჭარბი წონის წინააღმდეგ ბრძოლის მედიკამენტური მკურნალობის მეთოდს მწვანე შუქი აუნთო. იგივე კომპანიის იგივე შემადგენლობის პრეპარატი, მხოლოდ სხვა სახელწოდებით – Semaglutide, ჯერ კიდევ 2012 წელს შექმნეს და უკვე რამდენიმევრცლად

საკუთარი კომპანიის Blue Origin-ის მიერ შექმნილი ხომალდით ჯეფ ბეზოსი დედამიწის ატმოსფეროს დატოვებს. მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა საკუთარი რაკეტით მოგზაურობის შესახებ გადაწყვეტილება Instagram-ის გვერდზე გამოაქვეყნა. როგორც ცნობილია ხომალდი New Shepard პირველ სუბორბიტულ მისიას ეკიპაჟით, მიმდინარე წლის 20 ივლისს განახორციელებს. “ხუთი წლიდან ვოცნებობ კოსმოსში მოგზაურობაზე. 20 ივლისს ჩემს ძმასთან ერთად გავფრინდები. ეს ჩემსვრცლად

ჩინეთში, ქალაქ ლუფენში არქეოლოგიური გათხრებისას დინოზავრის ჩონჩხი აღმოაჩინეს. გავრცელებული ინფორმაციით, გადაშენებული ცხოველის ჩონჩხის 70% დღემდე ხელუხლებლადაა შემონახული, რაც იშვიათობაა. უძველესი ნამარხი,180 მილიონი წლით დათარიღებულ ნიადაგში იპოვეს, რომელიც იურულ პერიოდს ეკუთვნის. მეცნიერთა თქმით, პალეონტოლოგებმა დაახლოებით 8 მეტრი სიგრძის მქონე დინოზავრის ჩონჩხის სასწრაფოდ ამოთხრა დაიწყეს, რადგან, შესაძლოა, ის მთის ფერდობზე მიმდინარე ეროზიულვრცლად

მეცნიერებმა განსაზღვრეს მაქსიმალური ასაკი, რისი მიღწევაც ადამიანს შეუძლია. Nature Communications-ში გამოქვეყნებული კვლევები გვამცნობს, რომ სრულყოფილი ჯანმრთელობის მქონე ადამიანის სიცოცხლის მაქსიმალური პერიოდი 120-დან 150 წლამდეა. მეცნიერთა თქმით, აღნიშნული ასაკის მიღწევა მხოლოდ იმ ადამიანებს შეუძლიათ, რომლებსაც ჯანმრთელობა ხელს შეუწყობთ და გულის, ან კიბოს პრობლემები არ შეაწუხებთ. მკვლევართა ჯგუფმა “დაბერების სიჩქარე” აშშ-ს, ბრიტანეთისვრცლად

ფოტოგრაფი ჯონ კრაუსი Twitter-ზე SpaceX-ის მრავალჯერადი გამოყენების რაკეტის, Falcon 9-ის  ფოტოებს აქვეყნებს.  პირველ სურათში, რომელიც 2019 წლის მარტშია გადაღებული, რაკეტა ჯერ კიდევ თეთრია და ახალივით გამოიყურება.  მეორე სურათი კი 2021 წლის მაისშია გადაღებული. ამ დროისთვის Falcon 9-ს უკვე შესრულებული აქვს რეკორდული რაოდენობის მისია. ის კოსმოსში 10-ჯერ არის გაუშვეს.  ვრცლად

ტვინის იმპლანტები და თვალის მიდევნების ტექნოლოგიები პარალიზებულ ადამიანებს ეხმარება კომუნიკაციაში. სამწუხაროდ, ეს ტექნოლოგია საკმაოდ ნელა მუშაობს და ტექსტის სწრაფად დაწერის შესაძლებლობას არ იძლევა.  ცოტა ხნის წინ, სტენფორდის უნივერსიტეტის მკვლევარებმა კომუნიკაციის ახალი მეთოდი შეიმუშავეს და ამ კუთხით საუკეთესო შედეგიც დააფიქსირეს. ტვინისა და კომპიუტერის ახალმა ინტერფეისმა ფიქრით ტექსტის შექმნის სიჩქარე გააორმაგა, ამვრცლად

Twitter-ზე კანადელი ასტრონავტი ვიდეოს აქვეყნებს, სადაც კომპანია SpaceX-ის რაკეტის Falcon 9-ის ფრენაა ასახული. ვიდეოში ჩანს, რომ Falcon 9 ღამის ცაზე საოცარ სანახაობას ქმნის. რაკეტის ფრენის შედეგად დატოვებულ კვალს “ბინდის ფენომენი” ეწოდება.ვრცლად

2024 წელს, საერთაშორისო კოსმოსური სადგური ფუნქციონირებას შეაჩერებს, მიზეზი ექსპლუატაციის ვადის გასვლაა. 2025 წლიდან მისიებს დაასრულებს რუსეთიც. ამის შესახებ ინფორმაციას RT ავრცელებს. “2025 წლიდან რუსეთი ISS-დან მისიებს გამოიხმობს და ის ამის შესახებ პარტნიორ ქვეყნებს გააფრთხილებს”, – აცხადებს ვიცე-პრემიერი იური ბორისოვი. მისი თქმით, სამომავლო თანამშრომლობასთან დაკაშირებით, რუსეთი პარტნიორ ქვეყნებთან მოლაპარაკებებს განაგრძობს. ვრცლად

კორპორაცია Life Science Institute-მა სამშაბათს განაცხადა, რომ მაისში დაიწყებენ კორონავირუსით მძიმედ დაზიანებული პაციენტების რეგენერაციულ კლინიკურ კვლევებს, რა დროსაც ისინი გამოიყენებენ მრავალ ხაზოვანი დიფერენცირებადი სტრესისთვის გამძლე უჯრედებს. სააგენტო JIJI-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, იაპონური კომპანიის მეთოდით ჩატარებული თერაპია ხელს შეუწყობს ფილტვებისა და ვირუსისგან დაზიანებული სხვა ორგანოების გამოჯანმრთელებას და კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების სიკვდილიანობის შემცირებას.ვრცლად