საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ორი ირლანდიელი სკოლის მოსწავლე გოგონას კომპიუტერული ექსპერიმენტი გაიგზავნა. ინფორმაციას ამის შესახებ breakingnews ავრცელებს. 17 წლის გოგონები პირველი ირლანდიელები არიან, რომლებმაც შეძლეს მათი პროექტის საერთო კოსმოსურ სადგურზე გაშვება. აღნიშნული ილონ მასკის კომპანიის, SpaceX-ის მესამე პილოტირებული მისიის ფარგლებში გახდა შესაძლებელი. გოგონები, ნიამ სტეინსი და კიტი ჯოისი კომპიუტერულ მეცნიერებებს მეხუთე წელია სწავლობენ დუბლინში. მათივრცლად

ნიდერლანდებში, დელფტის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მეცნიერებმა სამი პროცესორის ერთმანეთთან დაკავშირებით კვანტური ქსელი შექმნეს, რაც მსოფლიოს მასშტაბით უპრეცედენტო მოვლენაა. ამის შესახებ ვრცლად გამოცემა Science-ი წერს. უკვე მრავალი წელია მეცნიერები კვანტური ინტერნეტის შექმნას ცდილობენ, რომელიც მაღალგანვითარებულ კომპიუტერებს შორის მონაცემთა სწრაფ და უსაფრთხო გაცვლას უზრუნველყოფს. ბოლო დეკადის განმავლობაში მათ ორი პროცესორის წარმატებით დაკავშირება არაერთხელ შეძლეს, თუმცავრცლად

CNN იტყობინება, რომ არქეოლოგებმა უდიდესი ეგვიპტური ქალაქი აღმოაჩინეს, რომელიც სავარაუდოდ 3000 წლის წინ არსებობდა. საძიებო სამუშაოების წამყვანი არქეოლოგის, ზაჰი ჰავსის თქმით, ქალაქი სახელწოდებით “Rise of Aten” “ლუქსორის” დასავლეთით, ქვიშის ქვეშ აღმოაჩინეს. გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ქალაქი ფარაონ ამენჰოტეპ III-ის დროს არსებობდა. ამენჰოტეპ III კი ეგვიპტეს ძვ. წ. 1391 – 1353 წლებშივრცლად

მაგკილის უნივერსიტეტში კანადელმა მკვლევარებმა ჭრილობის სწრაფი შეხორცებისთვის ახალი თაობის ნაკერები შეიმუშავეს. ქირურგიულ ნაკერებს ექიმები ჭრილობების დახურვისა და ბუნებრივი შეხორცების პროცესის დასაჩქარებლად იყენებენ, მაგრამ ნაკერებმა შეიძლება გაართულოს მდგომარეობა და დააზიანოს რბილი ქსოვილები.  პრობლემის მოსაგვარებლად, მკვლევარებმა შეიმუშავეს ინოვაციური გელით დაფარული (TGS) ნაკერი, რომელიც ინფექციების პრევენციასა და ჭრილობების კონტროლს ემსახურება. კანადელი მკვლევარების თქმით, მათ მიერ შექმნილივრცლად

Biomicrofluidics-ის ცნობით, ამერიკელმა და ინდოელმა მეცნიერთა ჯგუფმა, 3D პრინტერით დამზადებულ ბიორეაქტორში, თავის ტვინის ქსოვილის მცირე ნაწილი გაზარდეს. შვიდი დღის განმავლობაში მკვლევარები ბიოსტრუქტურის ზრდასა და განვითარებას აკვირდებოდნენ. შედეგად, მათ მიიღეს ტვინის ქსოვილის მცირე ნაწილი, რომელიც ქმნიდა ღრუებს, რომელიც გარშემორტყმულია თვითორგანიზებული სტრუქტურით. ექსპერიმენტის ფარგლებში, მეცნიერებმა 3D პრინტერით შექმნეს მრავალჯერადი ჩიპი, რომელიც დამზადებულია ბიოშეთავსებადი სტომატოლოგიური მასალისგან. ვრცლად

იაპონიაში, კიოტოს, ოსაკისა და ფუკუის უნივერსიტეტების მეცნიერებმა აღმოაჩინეს ანტისხეული, რომელმაც, შესაძლოა, კონკრეტულ გენზე ზემოქმედების მეშვეობით ადამიანებში დაკარგული კბილების ხელახალ გაზრდას შეუწყოს ხელი. Science Advances გამოქვეყნებული ნაშრომის თანახმად, კბილების გაზრდაში, ისევე, როგორც სხვადასხვა ორგანოსა და ქსოვილის განვითარებაში უდიდეს როლს ძვლის მორფოგენეტიკური ცილის (BMP) Wnt-ს სახელით ცნობილი სასიგნალო მოლეკულები ასრულებენ. მათზე პირდაპირმა ზემოქმედებამ, შესაძლოა, ორგანიზმშივრცლად

აშშ-ში, მიჩიგანის უნივერსიტეტის მოთის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოში მომუშავე მეცნიერის, ჯორჯ მიქალისკას განცხადებით, მის მიერ კოლეგებთან ერთად შექმნილი ხელოვნური პლაცენტა ადამიანის ნაყოფზე გამოსაცდელად მზად 5 წელიწადში იქნება. პლაცენტა ძუძუმწოვრებისა და ზოგიერთი ქორდიანი ცხოველის ორგანიზმში ორსულობის დროს ფორმირებული დროებითი წარმონაქმნია. ის ჩანასახს ჭიპლარის მეშვეობით უკავშირდება და მას საჭირო ნივთიერებებს აწვდის. დაახლოებით 12ვრცლად

დიდ ბრიტანეთში მდებარე ლონდონის დედოფალ მერის სახელობის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ინოვაციური ტექნოლოგია შეიმუშავეს, რომლის საშუალებითაც ჰაერიდან დნმ-ის ნიმუშების მოპოვებაა შესაძლებელი. ეს გამოგონება ეკოლოგებს ცხოველთა ისეთი სახეობების ადგილმდებარეობის მიკვლევაში დაეხმარება, რომელთა მიგნებაც მრავალ პრობლემასთანაა დაკავშირებული. მეთოდი, რომელიც გენეტიკური მასალის გარემოდან აღებას გულისხმობს, ხმელეთისა და წყლის ბინადრების შესასწავლად უკვე დიდი ხანია გამოიყენება. მეცნიერები მისივრცლად

აშშ-ის გენეტიკოსებმა ალცჰაიმერის დაავადების განვითარებასთან დაკავშირებული 13 მანამდე უცნობი იშვიათი მუტაცია აღმოაჩინეს. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ალცჰაიმერის დაავადება გამოწვეულია ტვინის უჯრედებში პათოგენური ამილოიდის ბეტა ცილის დაგროვებით. ეს არის APP ცილის ნამსხვრევები, რაც მნიშვნელოვანია ნეირონებს შორის კავშირების წარმოსაქმნელად. რატომღაც, ზოგ ადამიანში ირღვევა APP-ის ძველი მოლეკულების დამუშავება და ცილის ფრაგმენტებისგან წარმოიქმნება ტოქსიკური თვითგამრავლებადივრცლად

NASA-ს მარსის სამეცნიერო ლაბორატორიის გუნდმა მარსმავალ Curiosity rover-ის მიერ გადაღებული ახალი სურათი მიიღო. მოწყობილობამ სელფი მონ-მერკუს მარსიანული გორაკის ძირას გადაიღო. სურათზე ჩანს არა მხოლოდ მარსმავალი, არამედ წითელი პლანეტის ულამაზესი პანორამაც. ფოტოები 26 მარტს არის გადაღებული. ისინი სპეციალისტებს ადგილების გეოგრაფიის უკეთ შესწავლაში დაეხმარება. მონ-მერკუზე Curiosity rover მცირე ხვრელები უნდა გააკეთოს, რათავრცლად