ჩინური კომპანია Space Transportation-ი ერთ-ერთი პირველი იქნება, ვინც მოქალაქეებს სუბორბიტალური ფრენის სერვის შესთავაზებს. კომპანიას სურს შექმნას საფრენი აპარატი, რომელიც თვითმფრინავისა და მაღალსიჩქარიანი რაკეტის ჰიბრიდი იქნება. კომპანიის ინფორმაციით, ამ დროისათვის თვითმფრინავის შექმნის პროცესი მიმდინარეობს, რომელიც პეკინიდან ნიუ-იორკამდე მგზავრების ჩაყვანას 1 საათში შეძლებს, ამჟამად აღნიშნული გადაფრენის დრო, 12 საათზე მეტს შეადგენს. Spaceვრცლად

გერმანელმა მეცნიერებმა რამდენიმე გენმოდიფიცირებული ღორი შექმნეს, რათა ისინი ბუნებრივად გამრავლდნენ. ღორების ეს ჯიში, ორგანოების დონაციისთვის გამოდგება და მათ მედიცინაში გამოიყენებენ. ყოველ ჯერზე გენეტიკური ინჟინერიის დახმარებით გადანერგვისთვის საჭირო ცხოველის გულის შექმნა ძალიან ძვირი ჯდება, რის გამოც გერმანელმა მეცნიერებმა აღნიშნული პროექტი დაიწყეს და გენეტიკურად შეცვლილ ღორებს, ბუნებრივად გამრავლების შესაძლებლობა მისცეს. აღნიშნულმა პროექტმა,ვრცლად

თებერვლის დასაწყისი მაგნიტური ქარიშხლების პერიოდია, რის გამოც ამინდზე დმოკიდებულ ადამიანებს თავის, გულისა და სხვა ორგანოების ტკივილი აწუხებთ. გარდა ამისა, მაგნიტური ქარიშხლის დროს, პრობლემები ექმნება ელექტრონულ ხელსაწყოებს. კერძოდ, მაგნიტური შტორმის დროს, ცუდად მუშაობს ინტერნეტი, GPS სისტემა, ტელეფონები, კომპიუტერები და სხვა მოწყობილობები. რა არის მაგნიტური ქარიშხალი? ამ ფენომენს მრავალი სახელი აქვს: მაგნიტურივრცლად

მეცნიერებმა დედამიწაზე ჩამოვარდნილი მეტეორების ძებნის ზუსტი მეთოდი შეიმუშავეს, რომლის დახმარებითაც, ანტარქტიდაზე ჩამოვარდნილი 300 000 მეტეორის ადგილმდებარეობის დადგენა უკვე შეძლეს. ამ დრომდე გაყინულ კონტინენტზე ჩამოვარდნილი მეტეორის ნახვა, მხოლოდ გამართლებაზე იყო დამოკიდებული. ამასთან, აღსანიშნავია ისიც, რომ მეცნიერების გათვლებით, დედამიწაზე ყოველდღიურად დაახლოებით 6 ტონა მეტეორი ვარდება. ცობისთვის, მეტეორები ჩვენი სამყაროს სხვადასხვა ნაწილში შეიძლებავრცლად

NASA-ს მეცნიერებმა, ხანგრძლივი დაკვირვების შედეგად დაადგინეს, რომ პლანეტა მარსზე წყალი ჯერ კიდევ 2 მილიარდი წლის წინ იყო. ამას წყლის მიერ დალექილი მარილის დეპონირება მოწმობს, რომელიც გამდინარე წყალმა დატოვა. აღნიშნული მოვლენის აღმოჩენა, მარსზე გადაღებული სურათების შესწავლის შედეგად მოხერხდა. სურათები, მარსზე მომუშავე სადაზვერვო აპარატმა გადაიღო, რომელიც წითელ პლანეტაზე 2006 წლიდან იმყოფება დავრცლად

აშშ-ში, ენერგეტიკის დეპარტამენტის მეცნიერებმა, მსოფლიოში ყველაზე ძლიერი წებო შექმნეს. გავრცელებული ინფორმაციით, ინოვაციური წებოს ერთ წვეთს, 136 კილოგრამამდე ტვირთის გაძლება შეუძლია. ახალი წებოს მთავარი კომპონენტი, სტირონი-ეთილენ-ბუტილენ-სტირონია (SEBS), რომელიც დიდი ხანია სხვადასხვა პროდუქტში გამოიყენება. ნივთიერებას, ახალი თვისებები დინამიკური გადაკვეთის ტექნოლოგიის გამოყენებით მიენიჭა. მეცნიერებმა ახალი წებო არაერთხელ გამოცადეს და ის ამ დროისათვის ყველაზევრცლად

ჩვენი პლანეტის კოსმოსურ სამეზობლოში, ამ ეტაპზე დაუზუსტებელი ობიექტი ისეთ სიგნალებს გამოჰყოფს, რომლის მსგავსის ჯერ არასოდეს აღმოგვიჩენია. დედამიწიდან 4000 სინათლის წლის მოშორებით მყოფი რაღაც, ძალიან უცნაურ რადიოტალღებს ასხივებს. ყოველ 18,18 წუთში, დაახლოებით 30-60 წამის განმავლობაში, ის კაშკაშად პულსირებს და ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ობიექტს წარმოადგენს დაბალი სიხშირის რადიო-ცაზე. მისი პარამეტრები არც ერთივრცლად

მეცნიერებმა დაადგინეს წლის რომელ პერიოდში ჩამოვარდა ასტეროიდი, რომელმაც დინოზავრების გადაშენება გამოიწვია. როგორც კვლევებმა აჩვენა, ასტეროიდის ჩამოვარდნით გამოწვეული კატასტროფა, მაისში ან ივნისში მოხდა. ამის გარკვევა პალეონტოლოგებმა, ჩრდილოეთ დაკოტაში ნაპოვნი უძველესი თევზის გაქვავებული ძვლების შესწავლის შემდეგ შეძლეს.  საწყის ეტაპზე, მეცნიერებმა თანამედროვე,  გარდაცვლილი ზუთხის ძვლები გამოიკვლიეს. შედეგად, მათ აღმოაჩინეს, რომ სტრატიფიკაცია ფარფლის ძვლებშივრცლად

არქეოლოგიური სამუშაოების დროს, ეგვიპტეში ფარაონ ამენჰოტეპ III-ის ორი სკულპტურა აღმოაჩინეს, რომლებიც ვიზუალურად სფინქსის მსგავსად არის გამოქანდაკებული. მეცნიერთა ჯგუფმა, სფინქსის მსგავს სკულპტურებს ეგვიპტის ძველ დედაქალაქ თებეში (ლუქსორი) მიაკვლია, უფრო კონკრეტულად კი, ფარაონ ამენჰოტეპ III-ის ტაძარ-სამარხში, რომელსაც ეგვიპტელები “მილიონობით წლის ტაძარს” უწოდებდნენ. ეგვიპტურ-გერმანული არქეოლოგების მიერ აღმოჩენილი სფინქსის მსგავსი კირქვის ქანდაკებები მათი შექმნისვრცლად

ამერიკელმა მილიარდერმა და კომპანია Amazon-ის დამფუძნებელმა, ჯეფ ბეზოსმა სტარტაპ Altos Labs-ს 3 მილიარდი დოლარის ოდენობის ინვესტიცია გამოუყო. ის შექმნის წამალს, რომლის მიზანი სიბერისა და სიკვდილის დამარცხებაა. ინფორმაციას The Conversation ავრცელებს. ამბიციური პროექტი უჯრედების გაახალგაზრდავების კუთხით ბიოლოგიური ტექნოლოგიის შემუშავებას გეგმავს, რომელსაც აღდგენისა და დაავადებების, დაზიანებისა და ინვალიდობის წინააღმდეგ მდგრადობის უნარი ექნება.ვრცლად